ბუღალტრული გატარების პრინციპის გასაგებად საჭიროა გესმოდეთ ოთხი ბაზისური ცნება
1) ბალანსის სტრუქტურა
2) რისგან შედგება აქტივი
3) როგორ წარმოიქმნება პირადი საკუთრება
4) დარიცხვის მეთოდი.
თითქმის ყველგან, მათ შორის საზღვარგარეთ, ჯერ ასწავლიან გატარებებს და ბოლოს უხსნიან ბალანსს, რაც ართულებს ბუღალტრული გატარების შინაარსის გაგებას. ბუღალტრული გატარების შინაარსი ბალანსიდან წარმოიქმნება.
1. რა არის ბალანსი
დავუშვათ ჯიბეში გაქვთ $200 , საიდანაც $120 თქვენი საკუთრებაა, ხოლო 80 ნასესხები. ბალანსი არის ცხრილი, სადაც ერთ ფრთაში წერია რა გაქვთ, ხოლო მეორეში რამდენია აქედან თქვენი და რამდენი ნასესხები. მოცემული მაგალითიდან გამომდინარე ვაჩვენოთ ჯერ ილუსტრაცია და შემდგომ ბალანსის ცხრილი
ორივეგან ერთი და იგივე აზრია მოცემული
გავაგრძელოთ წინა მაგალითი, გზაში იპოვეთ $150 . ამან შეცვალა ბალანსი, თქვენ უკვე გაქვთ $350 საიდანაც 120+150=270 ლარი თქვენი საკუთრებაა, $80 ვალი უცვლელი დარჩა. ფულის პოვნის შემდგომ ბალანსი იქნება:
გავაგრძელოთ მაგალითი, გზაში შეგხვდათ თქვენი მეგობარი რომლის ვალიც გქონდათ, მეგობარს ვალი ბოლომდე დაუბრუნეთ და განაგრძეთ გზა.
ჩავწეროთ ბალანსი ვალის გადახდის შემდგომ:
გამოვიტანოთ დასკვნები მოყვანილი მაგალითებიდან
1) ბალანსი უბრალოდ არის თქვენს განკარგულებაში არსებულ საგნებზე სახელის დარქმევა საკუთრების ფორმის მიხედვით. საგანი შეიძლება იყოს ნასესხები ან საკუთარი.
2)ყოველი ახალი ფაქტის მოხდენა ყოველთვის გამოიწვევს ბალანსის ორმაგ ცვლილებას. თუ შემოდის ან გადის საგანი ეს პარალელურად იწვევს საკუთრების შეგრძნების ცვლილებას იზრდება ან მცირდება ვალი ან საკუთრება.
3)ბალანსის ჩანაწერებს უწოდოთ ანგარიშები, ფული ჯიბეში არის აქტიური ანგარიში, ხოლო ვალდებულება და პირადი საკუთრება პასიური ანგარიშები.
2) რისგან შედგება აქტივი
წინა მაგალითში ჩვენ საუბარი გვქონდა ფულზე რომელიც თქვენს ჯიბეში იმყოფებოდა, აქტივი არის ნებისმიერი სახის მატერიალური ან არამატერიალური საგანი , რომელიც თქვენ გეკუთვნით.
თქვენი საგანი შეიძლება არ იყოს თქვენთან დროებით მაგრამ ის მაინც აქტივს წარმოადგენს, მაგალითად ფული ასესხეთ სხვას. ამ დროს ფული გადაადგილდა სხვასთან, მაგრამ მის სანაცვლოდ წარმოიქმნა მოთხოვნა იმ პირის მიმართ ვინც თქვენს საგანს განკარგავს. მოთხოვნაც იგივე აქტივია.
გავაგრძელოთ წინა მაგალითი. გზაში შეგხვდათ ნაცნობი , რომელსაც 50 ლარი ასესხეთ . ბალანსი მიიღებს შემდეგ სახეს:
ამ მოქმედებას პასივის ნაწილში არაფერი არ შეუცვლია, მაგრამ ჩანაწერმა მაინც ორმაგი ცვლილება გამოიწვია 1) შემცირდა ფული 2) გაიზარდა მოთხოვნა ფულის სანაცვლოდ. ცვლილებები მოხდა მხოლოდ აქტივის მხარეს.
ამ თავის ძირითადი მიზანია ჩაუღრმავდეთ სიტყვა მოთხოვნას, რომელიც ნიშნავს თქვენგან გასული აქტივის სანაცვლოდ წარმოქმნილ უფლებას. მოთხოვნებიც იგივე აქტივია, როგორც საგნები. ხშირად ვალდებულების და მოთხოვნის ადგილები ერევათ, მოთხოვნა ყოველთვის აქტივის ნაწილია, ვალდებულება ყოველთვის პასივის.
ამ ეტაპამდე ჩვენ გვქონდა ოთხ ანგარიშთან შეხება
აქტივის ანგარიშებს აქტიური ანგარიშები ეწოდება, ესენია: ფული ჯიბეში და მოთხოვნა
პასივის ანგარიშებს პასიური ანგარიშები ეწოდება, ესენია: ვალდებულება და პირადი საკუთრება.
თუ ბოლომდე ვერ გაიგეთ აქამდე ახსნილი, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ყველაფერი და შეეცადეთ გაერკვეთ ყველა დეტალში, რათა შემდგომში არ გაგიჭირდეთ.
ნებისმიერი სახის ქმედება იწვევს ბალანსის ცვლილებას. ბალანსის ცვლილებები შინაარსით წარმოადგენენ ბუღალტრულ გატარებებს. მართალია ბუღალტრულ გატარებაში არ არსებობს ტერმინი - აქტივი და პასივი (როგორც ეს ბალანსშია) ამის სანაცვლოდ იყენებენ ტერმინებს
დებეტი და კრედიტი. მაგრამ დაიმახსოვრეთ გატარების შინაარსი ყოველთვის მოდის ბალანსის ცვლილებებიდან , რომელისაც მომავალში უფრო დეტალურად ჩაუღრმავდებით. ამ ეტაპზე საჭიროა დაიმახსოვროთ რომ ბუღალტრული გატარება არის ბალანსის ცვლილების ასახვა.
პირველი ცვლილება იპოვეთ $150
აქტივი - ფული ჯიბეში გაიზარდა $150
პასივი - პირადი საკუთრება გაიზარდა $150
მეორე ცვლილებაში თქვენ გადაიხადეთ ვალი $80
აქტივი - ფული ჯიბეში შემცირდა $80
პასივი - ვალი შემცირდა $80
მესამე ცვლილებაში თქვენ გაეცით სესხი $50
აქტივი - ფული ჯიბეში შემცირდა 50
აქტივი - მოთხოვნა ვალის დაბრუნებაზე გაიზარდა $50
ეს ხერხი ლოგიკურია მაგრამ აქვს ერთი მინუსი ყველა ჩანაწერს სჭირდება გაიზარდა ან შემცირდას დამატება რაც მოუხერხებელია და ამასთან ინფორმაცია არაა მოწესრიგებული. ამის გამო შეიქმნა ჩაწერის ახალი ხერხი დებეტი კრედიტის მეშვეობით
დებეტში აქტიური ანგარიშები იმატებს, პასიური იკლებს
კრედიტში აქტიური ანგარიშები იკლებს, პასივი იმატებს.
ჩვენ ჯერ ვიცით ოთხი ანგარიში ფული ჯიბეში აქტიური ანგარიშია , ვალის მოთხოვნა აქტიური ანგარიშია, ვალდებულება პასიური ანგარიშია, პირადი საკუთრება პასიური ანგარიშია.
დებეტ კრედიტის წესი ამ ანგარიშებისთვის ესეთი სახით იმოქმედებს
ფული ჯიბეში დებეტში მატებას ნიშნავს, კრედიტში კლებას.
მოთხოვნა ვალის დაბრუნებაზე დებეტში მატებას ნიშნავს, კრედიტში კლებას.
ვალდებულება დებეტში კლებას ნიშნავს, კრედიტში მატებას.
პირადი საკუთრება დებეტში კლებას , კრედიტში მატებას.
ეს წესი უნდა დაიმახსოვროთ
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩანაწერები ორივე მეთოდითაა წარმოდგენილი
ამ ეტაპამდე ახსნილ ინფორმაციას აქვს თვისება თითქოს ყველაფერი გაიგეთ , მაგრამ რეალურად გატარებებს დებეტი კრედიტის მეშვეობით ვერ შეძლებთ. მკითხველის მხოლოდ 5-10% ახერხებს მოცემული ინფორმაციის პრაქტიკაში გადატანას. ამის გამო კიდევ ერთხელ სხვა კუთხით ავხსნათ რა არის დებეტი და კრედიტი.
ჩათვალეთ დებეტი და კრედიტი არის თამაში, სადაც არ შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები მოიმატა ან დაიკლო (როგორც ეს ბალანსის ცვლილებებში იყო დასაშვები). იმისთვის რომ მიხვდეთ როგორ მოახდინოთ გატარება ჯერ უნდა წარმოიდგინოთ რა მოხდა ბალანსში და შემდგომ დებეტი კრედიტის წესის გამოყენებით მოახდინოთ სწორი ჩაწერა.
ბუღალტრული გატარების მაგალითები
გავეცი სესხი $10
ჯერ წარმოვიდგენთ რა ცვლილება მოხდა ბალანსში, სესხის გაცემამ პასივის მხარეს სადაც ვალდებულება და პირადი საკუთრებაა არავითარი ცვლილება არ გამოიწვია , ჩემი ვალდებულება არ შეცვლილა, პირადი საკუთრებაც უცვლელი დარჩა, აქტივის მხარეს ანუ რეალობაში ცვლილება მოხდა ის რომ ფული რეალურად წავიდა და მის სანაცვლოდ გამიჩნდა სესხის დაბრუნებაზე მოთხოვნა , დაუშვათ ხელწერილი , რომელიც უზრუნველყოფს 10 დოლარის დაბრუნებას. ბალანსის ცვლილებებში ესეთი სურათი გვექნება
გატარებას ვახდენთ წესის მიხედვით ორივე ანგარიში აქტიურია შესაბამისად ჯერ დებეტში ჩაიწერება ის რომელიც გაზარდა ანუ მოთხოვნა, ხოლო კრედიტში ფული ჯიბეში.
დამიბრუნეს სესხი $10
ჯერ წარმოვიდგენთ რა ცვლილება მოხდა ბალანსში, სესხის დაბრუნებამ პასივის მხარეს სადაც ვალდებულება და პირადი საკუთრებაა არავითარი ცვლილება არ გამოიწვია თუ პროცენტი დაბრუნდებოდა მაშინ გავმდიდრდებოდი მაგრამ აქ საუბარია მხოლოდ სესხის ძირზე , ჩემი ვალდებულება და პირადი საკუთრება უცვლელი დარჩა. აქტივის მხარეს ანუ რეალობაში ცვლილება მოხდა ის რომ ფული რეალურად მოვიდა და მის სანაცვლოდ შემცირდა სესხის დაბრუნებაზე მოთხოვნა , ხელწერილმა , რომელიც უზრუნველყოფდა 10 დოლარის დაბრუნებას ძალა დაკარგა. ბალანსის ცვლილებებში ესეთი სურათი გვექნება
გატარებას ვახდენთ წესის მიხედვით ორივე ანგარიში აქტიურია შესაბამისად ჯერ დებეტში ჩაიწერება ის რომელიც გაიზარდა ანუ ფული ჯიბეში, ხოლო კრედიტში სესხის დაბრუნების მოთხოვნა
დავკარგე $ 60
ჯერ წარმოვიდგენთ რა ცვლილება მოხდა ბალანსში, დაკარგვით, პასივის მხარეს ჩემი პირადი საკუთრება შემცირდა $60 , რეალობაში ფულიც გაქრა აქტივის მხარეს შემცირდა ფული ჯიბეში
გატარებას ვახდენთ წესის მიხედვით პირადი საკუთრება პასიური ანგარიშია შესაბამისად მისი შემცირება დებეტში იწერება ფული ჯიბეში აქტიური ანგარიშია შესაბამისად მისი შემცირება კრედიტში იწერება.
ვიპოვე $ 70
ჯერ წარმოვიდგენთ რა ცვლილება მოხდა ბალანსში, პოვნით გავმდიდრდით პასივის მხარეს პირადი საკუთრება გაიზარდა $70 -ით, რეალობაში ფულმაც მოიმატა აქტივის მხარეს გაიზარდა ფული ჯიბეში
გატარებას ვახდენთ წესის მიხედვით ფული ჯიბეში აქტიური ანგარიშია და დებეტში იზრდება, პირადი საკუთრება პასიურია და კრედიტში იზრდება
გაცემული ვალის პატიება $40
ჯერ წარმოვიდგენთ რა ცვლილება მოხდა ბალანსში, ვალის პატიებით პირადი საკუთრება შემცირდა იმის გამო, რომ ვიზარალე , რეალურად ვალის მაგიერ წარმოქმნილი მოთხოვნაც შემცირდა.
გატარებას ვახდენთ წესის მიხედვით დებეტში პირადი საკუთრება იმის გამო ,რომ პასიური ანგარიშია შემცირდება, ხოლო კრედიტში მოთხოვნა ვალის დაბრუნებაზე , იმის გამო რომ აქტიური ანგარიშია შემცირდება.
ავიღე სესხი $100
ჯერ წარმოვიდგენთ რა ცვლილება მოხდა ბალანსში, რელურად ფული გაიზარდა ჯიბეში სესხის აღების გამო და შესაბამისად გაიზარდა ვალდებულებაც.
გატარებას ვახდენთ წესის მიხედვით დებეტში ფული იმის გამო რომ აქტიური ანგარიშია იმატებს, ხოლო კრედიტში იმის გამო პასიური ანგარიშია იმატებს
დავაბრუნე სესხი $100
ჯერ წარმოვიდგენთ რა ცვლილება მოხდა ბალანსში, რელურად ფული შემცირდა ჯიბეში სესხის დაბრუნების გამო, და შესაბამისად შემცირდა ვალდებულებაც.
გატარებას ვახდენთ წესის მიხედვით დებეტში ჩაიწერება ვალდებულება, იმის გამო რომ პასიური ანგარიშია და მისი შემცირება დებეტში უნდა ჩაიწეროს, და კრედიტში ვწერთ ფულს , რომელიც აქტიური ანგარიშია და კრედიტში ნიშნავს შემცირებას.
3) როგორ წარმოიქმნება პირადი საკუთრება
აქამდე ჩვენ ვიყენებდით ანგარიშს პირადი საკუთრება. მოდით პირადი საკუთრება გავყოთ ორ ნაწილად, ძველი პირადი საკუთრება, და ახალი რომელიც მიმდინარე წელს წარმოიქმნა.
წლის დასაწყისამდე ჯიბეში მქონდა $200 საიდანაც $80 სესხი იყო და $120 პირადი საკუთრება
მიმდინარე წელს ვიპოვე $150 , ბალანსი ახალ სახეს მიიღებს
ამ მოქმედებით ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ რა მოხდა მიმდინარე წელს
ახალ პირად საკუთრებას დავარქვათ ახალი სახელწოდება მოგება/ზარალი
მოგება/ ზარალი არის წლის განმავლობაში მომხდარი შემოსავლების და ხარჯების ჯამური შედეგი, შემოსავლები და ხარჯები ცალკე ანგარიშებია, მაგრამ ისინი ბალანსში ცალკე არ ხვდებიან , მათთვის არსებობს ახალი ტიპის ცხრილი მოგება/ზარალის უწყისი
წარმოვადგინოთ ბალანსი და მოგება ზარალი მას შემდეგ რაც ვიპოვეთ $150
ბუღალტრული გატარება შემოსავლისთვის და ხარჯისთვის შემდეგი ლოგიკით კეთდება , შემოსავალი პასიური ანგარიშია , იმის გამო რომ პირადი საკუთრების ზრდის გამომწვევია
ხარჯი პასიური ანგარიშია , იმის გამო რომ პირადი საკუთრების კლებას იწვევს
დებეტში - ხარჯი იმატებს კრედიტში იკლებს.
დებეტში - შემოსავალი იკლებს, კრედიტში იმატებს.
თანხის პოვნის ტრანზაქციას შემდეგი სახე ექნება
დავამატოთ ახალი ტრანზაქცია დაუშვით ახალ წელს დავკარგეთ $60
ბუღალტრული გატარებას შემდეგი სახე ექნება
3) დარიცხვის მეთოდი.
დაუშვათ 2019 დეკემბერში, იჯარით გაქირავდა ოფისი, ერთი თვის ღირებულება შეადგენს 100 ლარს, ფულის გადახდა მოხდა ერთიანად სამი თვის შემდგომ 2020 თებერვლის ბოლოს. როდის მიიღო კომპანიამ შემოსავალი ? თუ ფულის მიღების მომენტით ვიმსჯელებთ შემოსავალი 300 ლარი კომპანიამ მიიღო 2020 თებერვალში ამ მეთოდს საკასო მეთოდი ეწოდება, დარიცხვის მეთოდი არ არის დამოკიდებული თანხის მოძრაობაზე, მისთვის მნიშვნელოვანია უფლების წარმოქმნის მომენტი. ვინაიდან ამ შემთხვევაში იჯარა თვეებით იანგარიშება, ყოველი თვის ბოლოს წარმოიქმნება ფულის მიღების უფლება, შესაბამისად დეკემბერში შემოსავალი იყო 100 ლარი , იანვარში 100 ლარი , თებერვალში 100ლარი.
დარიცხვის მეთოდის ცოდნა ძაან მნიშვნელოვანია ბუღალტრული გატარების შესრულებისას
ის ეხება როგორც შემოსავლების ასევე ხარჯების ნაწილს. იჯარის მიმღებმაც ხარჯი ყოველ თვე უნდა გაატაროს მიუხედავად იმისა თანხა გადაიხადა თუ არა .
იჯარის ხარჯის გატარება
ნებისმიერი ხარჯის თუ საქონლის შეძენის მომენტში დებეტში იზრდება ხარჯი ან საქონელი რომლის მიღებაც მოხდა , კრედიტში უნდა დაფიქსირდეს მომწოდებლის ანგარიში რომელიც მის მიმართ ვალდებულებას გაზრდას გულისხმობს ვალდებულება , როგორც გვახსოვს პასივის ანგარიშია და კრედიტში იზრდება
თვის ბოლოს დავარიცხეთ იჯარის ხარჯი 100 ლარი შპს A
დარიცხვით მოხდა ხარჯის და ვალდებულების აღიარება, მიაქციეთ ყურადღება თანხის მოძრობა ჯერ არ ყოფილა
მოხდა ვალდებულების გადახდა შპს A-ზე
პირდაპირ ხარჯის და ფულის დაკავშირება არ რის სწორი ამ შემთხვევაში იკარგება ინფორმაცია მომწოდებლის შესახებ, მიუხედავად იმისა თუ თანხის გადახდა დაუყოვნებლივ მოხდა მომწოდებელი მაინც უნდა გამოჩნდეს.
შევხედოთ როგორ გაატარებდა მეორე მხარე ამ გატარებებს , მათ შემოსავალი მიიღეს და შემდგომ აუნაზღაურდათ მოთხოვნა
შემოსავლის დარიცხვა იჯარაზე
თანხის მიღება იჯარიდან
გილოცავთ თუ თქვენ გაიგეთ წარმოდგენილი ინფორმაცია თქვენ გაიგებთ ნებისმიერი სირთულის ბუღალტრულ გატარებას საქმე იმაშია რომ სხვა ყველა ბუღალტრულ ანგარიშს განსხვავებული პრინციპი არ გააჩნია და წარმოდგენს განსხვავებული საგნების აღმნიშვნელ ანგარიშებს მხოლოდ, მათმა ტერმინებმა არ დაგაბნიოთ: