წინამდებარე განყოფილება ეხება ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯების ბუღალტრულ აღრიცხვას. ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები არის საპროცენტო და სხვა დანახარჯები, რომლებსაც საწარმო ეწევა ნასესხები სახსრების მიღებასთან დაკავშირებით. ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯებია:
(ა) ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდით გაანგარიშებული საპროცენტო ხარჯი, როგორც ეს აღწერილია მე-11 განყოფილებაში - „ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები“;
(ბ) ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები, რომელიც აღიარებულია მე-20 განყოფილების - „იჯარა“ - შესაბამისად; და
(გ) უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხებთან დაკავშირებით წარმოქმნილი საკურსო სხვაობების ის ნაწილი, რომელიც მიიჩნევა საპროცენტო დანახარჯების კორექტირებად.
საწარმომ ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული ყველანაირი დანახარჯი უნდა აღიაროს როგორც ხარჯი იმ პერიოდის მოგებაში ან ზარალში, როდესაც ეს დანახარჯები იყო გაწეული.
5.5(ბ) პუნქტი მოითხოვს ინფორმაციის გამჟღავნებას ფინანსური დანახარჯების შესახებ. 11.48(ბ) პუნქტის მიხედვით, საწარმოს მოეთხოვება მთლიანი საპროცენტო ხარჯის ჩვენება (ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის გამოყენებით) ისეთი ფინანსური ვალდებულებებისთვის, რომლებიც შეფასებული არ არის რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით. ეს განყოფილება სხვა ინფორმაციის გამჟღავნებას არ მოითხოვს განმარტებით შენიშვნებში