1. ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემცველი საბუღალტრო დოკუმენტის შექმნა, გამოყენება ან საგადასახადო დოკუმენტის აღრიცხვა, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების, ზეგავლენით ვაჭრობის ან ასეთი საქმიანობის დაფარვის მიზნით, – ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ვ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება;
3. პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა –
იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
1. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
კერძო შემთხვევა #1. ბუღალტერს უთხრეს და მან უნახავად გამოწერა დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რეალურად საქონლის მიწოდება არ მომხდარა ის შეცდომაში შეიყვანეს. პასუხისმგებლობა დადგა იმ პირის რომელიც საქმის კურსში იყო, ბუღალტერი არც დაუკითხავთ.
კერძო შემთხვევა #2. ბუღალტერმა თქვა, რომ ის არ იყო საქმის კურსში რომ უსაქონლო ოპერაციაზე წერდა დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურას, დაკითხვისას მძღოლების ჩვენებიდან გამოჩნდა, რომ ბუღალტერი საქმის კურსში იყო რომ ოპერაცია უსაქონლო იყო. ბუღალტერს ბრალი წარუდგინეს.