პროექტის მართვის პროგრამა

პროექტის მართვის პროგრამა
 

აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება ნებისმიერი ბიზნეს პროექტის მართვისთვის, რაც გულისხმობს დაგეგმვას, შესრულებას, პროექტის ადვილად შემოწმების უზრუნველყოფას დონორისთვის.

მაგალითად ბიზნესმენი იღებს დაფინანსებას სამედიცინო პროექტის განხორციელებისთვის, რომელსაც საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაცია აფინანსებს. პირველი ეტაპი გულისხმობს პროექტის დაგეგმვას, მოსალოდნელი შემოსავლები მოსალოდნელი ხარჯები ყალიბდება დეტალურად, იმ ტერმინებით რაც დონორისთვის არის მისაღები, მეორე ეტაპი გამომდინარეობს პირველი ეტაპიდან და აკონტროლებს გეგმის შესრულებას, პროგრამაში იტვირთება ყველა საბუთი , პროგრამა აკონტროლებს გეგმიდან გადახრას , საბუთების დანაკლისს, გადამეტებას და სხვა. მესამე ეტაპი ემსახურება პროექტის შემოწმებას, პროგრამა საშუალებას იძლევა პროექტის გარშემო დაგროვილი ინფორმაციის მარტივ გადამოწმებას , ყველა საბუთი ერთ ადგილას არის დახარისხებული , იკითხება გეგმის ჭრილში , სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მონაცემები იგზავნება დაინტერესებულ პირებთან.
პროექტის მართვა
პროგრამული უზრუნველყოფა ინგლისურ ენაზეა. პროგრამა არ ვრცელდება ინტერნეტით , დანერგვა გულისხმობს ტრენინგს რომელიც მენეჯმენტს უტარდება.