CV-ის შევსება მესენჯერის მეშვეობით

ეხლა უკვე CV-ის შევსება მესენჯერში გახდა შესაძლებელი, მარტივი კითხვა პასუხის მეშვეობით. ბოტი გისვამთ შეკითხვას, თქვენ პასუხობთ და ბოლოს იღებთ PDF ფორმატში შევსებულ დოკუმენტს. ეს ფორმატი მოსახერხებელია ნებისმიერ სიტუაციაში და დოკუმენტის შესავსებად არ გჭირდებათ კომპიუტერთან ჯდომა, საჭიროა მხოლოდ ყურადღებით და უშეცდომოთ გასცეთ პასუხი დასმულ შეკითხვებს. ინფორმაცია არ იკარგება თუ ვერ მოახერხეთ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემას დიალოგი გაგრძელდება იმ მომენტიდან სადაც შეწყდა. სასურველია წინასწარ მოამზადოთ თქვენი ფოტო სურათი რომელისაც გაგზავნით, თუ სურათი არ გაქვთ შეგიძლიათ ტელეფონით გადაუღოთ საკუთარ თავს .