ავტომობილის ან თანამშრომლის გადაადგილების კონტროლი მობილურით

8/11/2025 09:15:00 AM ・0 comments

ავტომობილის გადაადგილების კონტროლი მობილურით

ჩვენი სერვერების მეშვეობით შეგიძლიათ აკონტროლოთ მანქანის გადაადგილება რუკაზე ტელეფონის საშუალებით. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, რეალურ დროში ადევნოთ თვალი ავტომობილების გადაადგილებას და განახორციელოთ ინდივიდუალური ან ჯგუფური კონტროლი სხვადასხვა ტიპის რუკებზე. სერვისის მთავარი უპირატესობა მისი მოქნილობაა — შეგიძლიათ დააყენოთ სიჩქარის ლიმიტი და სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში ავტომატურად მიიღოთ შეტყობინება. ასევე შესაძლებელია წინასწარ მონიშნულ ზონაში შესვლის ან გასვლის კონტროლი და სხვა მრავალი საჭირო ფუნქცია, რომლის დამატებით კონფიგურაციას შეძლებთ.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პროგრამა შეიძლება დაინსტალირდეს თქვენს სერვერზე. პროგრამის დაყენების შემდეგ ის სრულად თქვენს განკარგულებაშია და გარედან აღარ იმართება. სასურველია Linux სერვერი და მონაცემთა ბაზა, როგორიცაა PostgreSQL , TimescaleDB.

ჩვენთან განთავსების შემთხვევაში აკრძალულია პიროვნებაზე ან ავტომობილზე პირადი მონაცემების შეყვანა. ჩვენთვის არსებობს მხოლოდ მოწყობილობის კოდი — არ ვფლობთ ინფორმაციას გადაადგილებადი ობიექტის ან სუბიექტის შესახებ. ამ მიზეზით რუკაზე ფიქსირდება მხოლოდ თქვენთვის გასაგები მოგონილი სახელები. ჩვენ ვეყრდნობით იმ ფაქტს, რომ დამკვეთი ყველაფერს ახორციელებს კანონის ფარგლებში; მაგალითად, ტაქსოპარკის, დისტრიბუციის ან თანამშრომლების მდებარეობის კონტროლი ხორციელდება მხოლოდ სამუშაო საათებში.

სერვერების მდებარეობაა ფრანკფურტში, მაქსიმალური დაცვის ხარისხით.

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.

If you can't commemt, try using Chrome instead.