პირბადის ტარების წესის დარღვევა

მუხლი 42¹¹. პირბადის ტარების წესის დარღვევა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
1. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.
2. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება −
გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.
3. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა −
გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.
4. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M₁ კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა −
გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.