პლასტიკურით უსაფრთხო გადახდა

ინტერნეტით უსაფრთხო გადახდა

ინტერნეტით უსაფრთხო გადახდისთვის უნდა იცოდეთ რამდენიმე წესი.

შეეცადეთ დააყენოთ რაიმე სახის ანტივირუსი, თუნდაც უფასო.

გადმოწერეთ ახალი ბრაუზერი, რომელისაც მხოლოდ გადახდებისათვის გამოიყენებთ, თუ Chrome-ს ხმარობთ გადმოწერეთ Firefox და გადახდისას მხოლოდ ის ჩართეთ. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ სადაც მუშაობთ იქ ბევრი საშიში ნაგავი გროვდება, სკრიპტების სახით. ახალი პროგრამა ამ მხრივ სუფთაა.

ბრაუზერ-ში დააყენეთ Alexa-ს დანამატი (Alexa Traffic Rank ), ეს არის ღილაკი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით იგებს საიტის რეალურ რეიტინგებს, რაც უფრო ცნობილია საიტი მით უფრო დაბალია რიგითობა და პირიქით, რაც უფრო მაღალია მით უფრო უცნობი და საშიში. როდესაც იმყოფებით საიტზე ზედა კუთხეში დააჭირეთ ცისფერ პატარა ღილაკს და დაახლოებით გაიგებთ ვისთან გაქვთ სამე, თუ ღილაკი ამომბობს, რომ მონაცემი რეიტინგზე არ მოიძებნა, არ გადაიხადოთ ეს ნიშნავს რომ საიტი  ახალი გახსნილია და საშიშია. კარგი რეიტინგია  100 000 ან დაბლა ეს ნიშნავს რომ დიდი რაოდენობით ხალხი მოძრაობს და მკაცრად კონტროლდება.

გადახდის დროს ბრაუზერ-ის მისამართის ზოლში უნდა ჩანდეს ბოქლომის ნიშანი ეს ნიშნავს რომ აკრეფის დროს მონაცემები იშიფრება, თუმცა მარტო ბოქლომის იმედათ არ უნდა იყოთ, ამოწმეთ  თანხის მიმღების რეიტინგები.