საბუღალტრო მომსახურება

 ბუღალტრული მომსახურება

საბუღალტრო მომსახურების ტიპები

ზოგადად საბუღალტრო აღრიცხვა კომპანიაში შეიძლება იყოს ორი ტიპის, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარი კადრებით , ან მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე საბუღალტრო კომპანიის მეშვეობით.

რა უპირატესობები გააჩნია თითოეულ მეთოდს.

თვითღირებულების მხრივ კომპანიის აყვანა უფრო ძვირი სერვისია, მომსახურებას ემატება დღგ და შემსრულებელის ხელფასი, ამის გამო ბევრ საბუღალტრო კომპანიის უკან რეალურად დგას სტაჟიორი, ან დაბალ ანაზღაურებადი კადრი, რომელისაც აკონტროლებს შედარებით გამოცდილი პერსონალი. თუ საბუღალტრო კომპანიას არ ყავს საკმარისი რაოდენობის კონტრაქტორი სერვისის ხარისხი ეცემა, ძირითადად მუშაობს სტანდარტული პატარა ზომის ბიზნესისთვის. რომ არ დაზარალდეთ, უნდა მოითხოვოთ შემსრულებელი კადრის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, არეულ ბუღალტერიის გამოსწორება გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. ყოველთვიურად უნდა მოითხოვოთ  გაყიდული საქონლის ანალიზი, ბალანსი, მოგება/ზარალი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი, საქონლის ნაშთები. მხოლოდ დეკლარაციების ჩაბარება არაა ბუღალტერია და დეკლარანტობას უფრო წააგავს.

შრომით ხელშეკრულებაზე დაფუძნებული ბუღალტერია დამფუძნებლისგან მეტ გონებრივ ჩართულობას მოითხოვს, აქაც ანალოგიური პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეთ თუ არ იცით როგორ აკონტროლოთ მონაცემების სისწორე.

ჩვენ შეგვიძლია ორივე ტიპის მომსახურება შემოგთავაზოთ, გაგარკვიოთ რა უნდა იცოდეთ , დაგეხმაროთ თქვენს მიერ შერჩეული კადრების შემოწმებაში. ვაკონტროლოთ სხვის მიერ შესრულებები სამუშაოების ხარისხი და სხვა. 

ჩვენ გულისხმობს გამოცდილ ბუღალტერთა და აუდიტორთა ქსელს, რომლებიც არ ზიან ერთ ოფისში, მაგრამ ერთიანდებიან კონკრეტული საქმის შესასრულებლად ერთი კომპანიის სახელით ან ინდივიდუალურად უძღვებიან საქმეს. ჩვენ არ ვატარებთ ექსპერიმენტებს ბიზნესზე, სტაჟიორების მეშვეობით, ფინანასური გამორჩენის მიზნით.