1500/750 ლარიანი ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებისას დაშვებული შეცდომა

საუბარია ამ შეღავათზე: https://mof.ge/images/File/kompensacia/kompensaciebis-mig-instr.pdf

საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი ანუ ხელფასის მიმღები.

კომპანიას, რომელიც პირის საშემოსავლოს იხდის საგადასახადო აგენტი ეწოდება კოდექსით.

ამ შეღავათით, იხდის ფიზიკური პირი , მაგრამ შეღავათს იღებს ფულის მიმტანი ანუ კომპანია, ეგ იგივეა თქვენი ქონება სახელმწიფომ სხვას აჩუქოს.

აერიათ ერთმანეთში რა არის გადასახადის გადამხდელი და რა არის საგადასახადო აგენტი.

ერთიანი სარჩელი და სახელმწიფოს იმ თანხის დაბრუნება მოუწევს ძაან ბევრისთვის, წააგებს 100%-ით.

კანონით სწორია შეღავათი მიეცეს თანამშრომელს და არა კომპანიას და არ შეიძლება სხვისი თანხების უკითხავად განკარგვა.