CV-ის ფორმა


CV ფორმა

როგორ შევავსოთ PDF CV


1. CV PDF ფორმა ივსება ქართული სისტემური კლავიატურით Adobe Reader-ის ან Foxit Reader-ის მეშვეობით.

2. სურათის მისამაგრებლად . თქვენი სურათი გადაიყვანეთ PDF ფორმატში. თუ არ გაქვთ შესაბამისი პროგრამა, გამოიყენეთ საიტი jpg2pdf.com

3. PDF ფაილის არა რედაქტირებად ფორმატში დასაფიქსირებლად, შევსების შემდგომ Adobe Reader-ში დააჭირეთ Print ღილაკს (ან Ctrl + P) და შეინახეთ CV როგორც ჩვეულებრივი PDF ფაილი.

4. შეგიძლიათ გამორთოთ ან ჩართოთ დროშის სურათი, აგრეთვე ყველა ნახატი ცალ-ცალკე რომელიც CV-შია მოცემული. ერთიანად ირთვება მხოლოდ მისამართის იკონები.

5. ფონტები ავტომატურად მცირდება როდესაც ტექსტი აღარ ეტევა უჯრაში, ფონტების ზომის რეგულირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პრაბელები ბოლოში.

PDF-ის საბოლოო სახე (იგივე ფორმა PowerPoint pptx ფორმატში, CV html ფორმა )

ინგლისური ვერსია

ვიდეო მაგალითი PDF ფორმის გადმოწერა



რა ფორმატში უნდა გაიგზავნოს CV ?


ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ Word-ში შედგენილ cv-ს აქვს თავის მინუსები, თუ ამოწმებს სპეციალისტი ვინც კარგად იცის Word-ი, ის ადვილად მიხვდება რა დონეზე ფლობთ ოფისის პროგრამებს, ჩანს ფაილის ავტორი, შესრულების ტექნიკა. PDF-ში ამის დადგენა შეუძლებელია. PDF-ს აქვს დამატებითი პლიუსები ის ყოველთვის გახსნის ყველა ფონტს, რადგან ყველა ფონტი ფაილს ავტომატურად მიყვება.



პროგრამების ცოდნა


შეეცადეთ მაქსიმლურად წარმოაჩინოთ ის პროგრამები, რომლებსაც ფლობთ, მიუთითეთ ცოდნის ხარისხი. საოფისე პროგრამების ცოდნა ერთ-ერთი ბაზისური პარამეტრია ოფისში მუშაობის დასაწყებად, მიიღეთ საჩუქრად ექსელის უფასო სასწავლო კურსი.



რა ზომის უნდ იყოს CV-ი ?


კადრებში დიდი რაოდენობით ინფორმაციის გადამუშავება უწევთ, ამის გამო მომგებიანია მაქსიმალურად კომპაქტური დოკუმენტი, რომელის თავდაპირველი მიზანია ყურადღება მიიზიდოს, შემდგომ ეტაპებზე შეკითხვების სახით ყველა საჭირო ინფორმაციას მაინც გამოიკითხავენ, ამის გამო ერთ გვერდიანი cv-ი უფრო მომგებიანია თუ რა თქმა უნდა რაღაც განსაკუთრებულ სამსახურში არ გზავნით, სადაც აუცილებელია დიდი რაოდენობის დეტალების თავიდანვე გარკვევა.



როგორი უნდა იყოს სურათი CV-ში ?


ხშირად სამსახურის სურათი ერევათ Facebook-ის პროფილის სურათში, cv-ში არაა საჭირო პოზირება ან სხვადასხვა ლამაზი რაკურსების ჩვენება, უმჯობესია სერიოზული სურათი სწორი პროპორციებით. ეს სტრატეგია უფრო მომგებიანია.



ემოციები CV-ში


შეეცადეთ cv-ში ჩადოთ ნაკლები ემოცია და მხატვრულობა, თუ რა თქმა უნდა ამას პირდაპირ არ ითხოვენ, საქმე იმაშია, რომ გამოცდილი თვალი ხშირად სისუსტედ აღიქვამს ესეთ მომენტებს, უმჯობესია მშრალი ზუსტი ინფორმაცია. საქმე იმაშია, რომ ხშირად კადრების სპეციალისტი იქცევა ისე, როგორც ასწავლეს და რაც არ ეხება ის არ აინტერესებს.