ეკონომიკური განვითარება

მსოფლიოში არსებობს ჭარბი ფული დაახლოებით 26 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც თავისუფლად შესაძლებელია რომ განთავსდეს საქართველოში, თუკი მის ხელისუფლებას ექნება ზუსტი ხედვა ქვეყნის განვითარებისა და უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და თავისუფალი და კომპეტენტური სასამართლო.

თავისუფალი ფული ყოველთვის ჰპოვებს განთავსების არხს. ამჯერად ეს არხი შეიძლება საქართველო იყოს, მისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობისა და ზრდის პოტენციალის გამო.

საქართველოში საინტერესო საინვესტიციო მიმართულებები შემდეგია: ტრასნპორტირება და ლოჯისტიკა, მათ შორის პორტები და აეროპორტები, გადამამუშავებელი ქარხნები, სამედიცინო ტურიზმი და ტელემედიცინა, ფინანსური ტექნოლოგიები.

25 მილიარდიანი საქართველოს განვითარების ბანკის/ფონდის მეშევეობით შესაძლებელია 4 მილიარდ აშშ დოლარიანი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გარდაიქმნას 6 მილიარდიან აშშ დოლარის დადებით სავაჭრო ბალანსად, რაც ქვეყნის თვითოეული მოსახლისთვის დაახლოებით 1500/2000 ლარის დამატებით თვიურ შემოსავალს ნიშნავს.

ვრცლად: www.momavlis.ge