მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა


125 მუხლი დალაგებული შინაარსობრივად დაკავშირებული ნაწილების მიხედვით, სულ 26 სლაიდი. 



საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

1​1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ან 1​1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

3. (ამოღებულია – 02.05.2014, №2375).

4. ამ მუხლის პირველი ან 1​1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი ან 1​1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

5​1. მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებსაქართველოს კანონის 25- მუხლით გათვალისწინებულ ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

5​2. ამ მუხლის 5​1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

6. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

6​1. ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

6​2 . გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

6​3. სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა

გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

6​​4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტრანზიტული მოძრაობა (გარდა იმ გზისა, რომელზედაც ტრანზიტული მოძრაობა დაშვებულია) −

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ნიშნის („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი ნიშნის („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

7​1. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

7​2. ამ მუხლის 7​1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

7​3. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

8. ამკრძალავი ნიშნისგაჩერება აკრძალულიაანდგომა აკრძალულიამოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა

გამოიწვევს  დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 50 ლარის ოდენობით.

8​1. არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ  პანდუსზე გადაადგილების შეფერხება

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

9​1. ამ მუხლის 5​1 და 5​2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

9​2. ამ მუხლის მე-6–7​3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

10. ამ მუხლის მე-6, 6​2 და მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

11. ამ მუხლის 5​1 და 5​2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

12. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობისა ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერებისა) ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომობილისტაქსის (M1 კატეგორია) გაჩერება ან დგომა ან მსუბუქი ავტომობილისტაქსის (M1 კატეგორია) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

13. ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

14. წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

15. ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

16. სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

17. ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევისა, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნისგაჩერება აკრძალულიაანდგომა აკრძალულიამოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებსაქართველოს კანონის 37- მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ მუხლის 6​1 და მე-9−მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს ან შეიძლება შექმნას საავარიო ვითარება ან საცობი, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდეს ბლოკირება. სატრანსპორტო საშუალება ამკრძალავი ნიშნისგაჩერება აკრძალულიაანდგომა აკრძალულიამოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე იქნება გადაყვანილი ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება, თუ ამკრძალავ ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნისგაჩერება აკრძალულიაანდგომა აკრძალულიამოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებსაქართველოს კანონის 37- მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის ან სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირების შესახებ ინფორმაციისცხელი ხაზითადა ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის ან სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის გადახდა სამართალდამრღვევს დაეკისრება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.

1​1. ამ მუხლის 8​1, მე-12, მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას გაჩერებული ან მდგომი სატრანსპორტო საშუალება შეიძლება დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური.

1​2. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), უფლებამოსილი პირი ახდენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის იდენტიფიცირებას და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული პირის მიმართ, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალებას აქვს დროებითი სანომრე ნიშანი, უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითარს გამოწერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის მიმართ და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე უფლებამოსილი პირი ვერ ახდენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის იდენტიფიცირებას, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის იდენტიფიცირება ხდება და საჯარიმო ქვითარი გამოიწერება სპეციალურ დაცულ სადგომზე. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი  ჰბარდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს/მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ  დაცულ  სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური. თუ დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის არქონა მისი ქურდობით იყო გამოწვეული, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირი თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისა და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდისგან.

1​3. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილისა და პირობების თაობაზე ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარედგინება.

2(ამოღებულია – 21.04.2017, №712).  

2​1. (ამოღებულია – 12.06.2012, №6442).

3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290- მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290- მუხლის 1​1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

4. (ამოღებულია – 02.05.2014, №2375).

4​​1. ამ მუხლის მე-8, 8​1, მე-12, მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ეკისრება. ამასთანავე, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 290​​1 მუხლის პირველი ნაწილისდაქვეპუნქტებითა და 290​4 მუხლის პირველი ნაწილისდაქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი პირი.

4​2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ამ მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემთხვევაში ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290- მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ამ მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ხოლო სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება და გამოიწერება საჯარიმო ქვითარი, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 290​4 და 290​5 მუხლებით დადგენილი წესით.

5. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

6. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 290​1 და 290​2 მუხლებით დადგენილი წესით.

7. (ამოღებულია – 30.06.2017, №1194).

8. ამ მუხლის 9​1 ნაწილის მიზნებისთვის საავარიო ვითარებად მიიჩნევა:

) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელზე მკვეთრი მანევრირება;

) ქვეითთათვის განკუთვნილ შუქნიშანზე მწვანე მაშუქი სიგნალისას მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დამუხრუჭება, მოძრაობის დაწყება ან გაგრძელება ან უკუსვლით მოძრაობა;

) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვა ისეთი ვითარების შექმნა, რომელმაც გამოიწვია მოძრაობის შეფერხება ან/და ქვეითის წაქცევა ან მისი ჯანმრთელობის დაზიანების სხვაგვარი საფრთხე, მაგრამ არ მოჰყოლია ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შედეგი.

9. ქმედება ამ მუხლის 7​3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად ჩაითვლება, თუ მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება მთლიანად გადაკვეთს შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფ უწყვეტ ღერძულა ხაზს.

10. ამ მუხლის პირველი და 1​1 ნაწილებით განსაზღვრულ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად მიიჩნევა აგრეთვე საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკურ საშუალებებს შორის მანძილზე მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, რომელსაც ავტომატური ვიდეოტექნიკური საშუალება ავტომატურ რეჟიმში, საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკურ საშუალებებს შორის გავლილი მანძილისა და დროის შეფარდებით გამოითვლის.

11. ამ მუხლის მე-16 ნაწილის მიზნისთვის სატრანსპორტო საშუალება გზაზე მიტოვებულად მიიჩნევა, თუ მისი ვიზუალური დათვალიერებით აშკარად დგინდება, რომ იგი გამოუსადეგარია გზაზე უსაფრთხო მოძრაობისთვის, და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი გზაზე არანაკლებ 3 თვის განმავლობაში დგას.