თიაქრის მკურნალობა

 თიაქარი

    აღნიშნულმა მეთოდმა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. თიაქრის მკურნალობა წამლის გარეშე თითქოს დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა როგორც მრავალწლიანი პრაქტიკა აჩვენებს, ადამიანის ორგანიზმს თავისით შეუძლია აღიდგინოს საკუთარი თავი. ჯანმრთელი ცხოვრების სტილი და ყურადღების სწორი კონცენტრაცია საშუალებას აძლევს ორგანიზმს ადვილად დაამარცხოს რთული დაავადებები. მოგიყვანთ რამდენიმე მარტივ მაგალითს:

    მაგალითი 1

    რატომ იდებს ხელს ადამიანი ინსტიქტურად სხეულის იმ ნაწილზე რომელიც დაუზიანდა? მედიცინის თვალსაზრისით ეს ერთი შეხედვით უაზრო მოქმედებაა. ადამიანის სხეულს და გონებას უამრავი ფარული ბრძოლის მექანიზმი გააჩნია, რომლებსაც სწორი გამოყენება სჭირდება. 

    მაგალითი 2

     აფხაზეთში  მებრძოლი ქართველი, რომელიც საშინლად იყო გაციებული, ყვებოდა ერთ უცნაურ დაკვირვებას. ბრძოლის დროს აფხაზეთში ერთი დღე და ღამე ხიდის ქვეშ წყალში მოუწიათ დგომა, თუმცა ამან ვერაფერი ვერ დაუშავა და აქ თბილსში სახლში გაცივდა.          სამედიცინო ენით ამას უცებ გამოუნახავენ ახსნას რომ ადრენალინი აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას, მაგრამ რეალურად ორგანიზმი გაცილებით რთული მექანიზმია, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს როგორც თქვენს სასარგებლოდ ასევე საწინააღმდეგოდ. მკურნალობის მეთოდოლოგია ეფუძნება დაკვირვებებს და შედეგებს, უამრავი ადამიანის რეალურ ცხოვრების მაგალითებს. 

მაგალითი 3 

    ახალგაზრდა  ჯანმრთელ კაცს დაეღუპა შვილი. მოკლე პერიოდის შემდეგ მამაც გარდაიცვალა ჯანმრთელობის გამო. მარტივად რომ შევხედოთ, სამედიცინო  თავლსაზრისით, კაცი დარდმა გადაიყოლა, თუმცა ფიზიკურად ორგანიზმის თავისით (რაიმე ზემოქმედების გარეშე)  ესეთი სწრაფი დანგრევა აუხსნელია. ამის გამო ცხოვრებას და ჯანმრთელობას ყოველთვის აქვს თავისი  ვექტორი, ფარული სადავეები, რასაც ყურადღება სჭირდება. 

   მოცემულ მაგალითში ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს, თუმცა ჩვეულებრივ ცხოვრებაში უნდა აკონტროლოთ მცირედი ცვლილებები, რა არ მოსწონს თქვენს სხეულს და  სად გეწინააღმდეგებათ.  

    მაგალით 4 

    მოხუცი ქალი იმყოფება აგონიაში. დაღუპვამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი, აგონიის ეს მომენტი საშინელი სანახავია. ადამიანს თვალები ამ დროს გადავარდნილი აქვს და სუნთქვით ყველა ხვდება, რომ სიკვდილი მალე დადგება და ხდება ესეთი აუხსნელი მომენტი, პატარა შვილიშვილი მოულოდნელად, რომელიც ვერ ხვდება რა უნდა მოხდეს, ბებიას ეძახის  საქმიანად, ბავშვურად (დაახლოებით რომ წარმოადგინოთ ადამიანს რომ მოულოდნელად შეახსენო რომ კარი დარჩა ღია ან რაიმე გადადებული საქმე) და რამდენიმე წამით მომაკვდავი თვალს ახელს, თითქოს ცდილობს გაერკვეს რა ხდება და შემდგომ ისევ კარგავს გონებას. 

    ფიზიკურად აგონიიდან წამით გამოსვლა მეტყველებს იმაზე რომ ორგანიზმს ჰქონდა უმნიშვნელოდ მცირე ძალა წინააღმდეგობის, მაგრამ არ ეწინააღმდეგებოდა.

   რისი თქმა გვინდოდა ზემოთ მოყვანილი მაგალითებით? მეთოდოლოგია დაგეხმარებათ საერთო ენა გამონახოთ თქვენს ორგანიზმთან და შეეცადოთ თქვენს სასიკეთოთ მოაქციოთ პროცესები, ციხე ტყდება შიგნიდან.