სახანძრო უსაფრთხოება
ხანძარსაწინააღმდეგო მომსახურება
სახანძრო უსაფრთხოების ვალდებულებები
სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები მუშავდება სახანძრო უსაფრთხოების შესახებ მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, საწარმოების, შენობების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისა და რეალიზაციის დროს, აგრეთვე მათი დაპროექტებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ღონისძიებები ხანძრის შემთხვევაში ადამიანთა ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, სავალდებულო წესით მუშავდება ხანძრის ჩაქრობის გეგმები, რომლებიც ითვალისწინებენ გადაწყვეტილებებს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
საწარმოები ვალდებულნი არიან: დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, შეიტანონ კოლექტიურ ხელშეკრულებაში სახანძრო უსაფრთხოების საკითხები, იქონიონ გამართულ მდგომარეობაში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები და სისტემები, მათ შორის ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები, არ დაუშვან მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
პასუხისმგებლობა სახანძრო უბედური შემთხვევის დადგომის შედეგად
პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება დადგეს სახანძრო უბედური შემთხვევის შედეგად ძირითადად ეხება სამ ეტაპს:
სახანძრო უსაფრთხოების დაპროექტებისას დაშვებული შეცდომები;
სახანძრო უსაფრთხოების პროექტის მიღება-ჩაბარების დროს დაშვებული შეცდომები;
სახანძრო უსაფრთხოების ინფრასტუქტურის შემდგომი შენარჩუნება უზრუნველყოფის დროს დაშვებული შეცდომები.
სახანძრო უსაფრთხოების დაპროექტების დროს დაშვებული შეცდომები
ა) როდესაც დაპროექტების მთლიან პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს დამპროექტებელი, და თავიდანვე ხდება დეკლარირება იმის, რომ დამკვეთი მხოლოდ ამ პირობით დებს შესაბამის ხელშეკრულებას და არ ახდენს პროექტის ხარისხის შემდგომ გადამოწმებას.
ბ) დამკვეთი და შემსრულებელი არ მიჯნავენ პასუხისმგებლობის საკითხს და თანაბრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე, არსებული გარემოებების შესაბამისად, სადაც დაკვეთის პასუხისმგებლობა შეიძლება შეეხოს პროექტის არ გადამოწმების საკითხს.
სწორი გამოსავალი: რა თქმა უნდა მთლიანი პასუხისმგებლობა დამპროექტებელზეა და დამკვეთი არ არის ვალდებული გაერკვეს იმ დეტალებში რომელიც მის კომპეტენციას სცდება, საჭიროა მხოლოდ სწორად გაიწეროს კონტრაქტის ეს ნაწილი.
სახანძრო უსაფრთხოების პროექტის მიღება-ჩაბარების დროს დაშვებული შეცდომები
ა) როდესაც შესრულებული სამუშაოების ხარისხზე მთლიან პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს შემსრულებელი, და თავიდანვე ხდება დეკლარირება იმის, რომ დამკვეთი მხოლოდ ამ პირობით დებს შესაბამის ხელშეკრულებას და არ ახდენს პროექტის ხარისხის შემდგომი დამატებითი გადამოწმებას.
ბ) დამკვეთი და შემსრულებელი არ მიჯნავენ პასუხისმგებლობის საკითხს და ძირითადი პასუხისმგებლობა გადადის დამკვეთზე. .
სწორი გამოსავალი: შემსრულებელი ვიდეო მასალით აფიქსირებს შესრულებელი სამუშაოების ხარისხს და აქვეყნებს ვიდეო მასალას, მთლიანად ათავისუფლებს დამკვეთს პასუხისმგებლობისგან.