ფაილ მენეჯერი

რა არის Google Drive

Google Drive არის სერვისი, რომლითაც შეუძლია უფასოდ ისარგებლოს ყველა მომხმარებელმა ვინც სარგებლობს Gmail-ის ელფოსტით. მოცემული სერვისი წარმოადგენს ფაილების შენახვის სისტემას, რომელიც გამოირჩევა გუგლის დაცვის და მაღალი ძებნის ხარისხით. ძებნა შეგიძლიათ, როგორც ტექსტში, აგრეთვე სურათში მოცემულ წარწერებში (ინგლისურად). შეგიძლიათ წვდომა ჩაურთოთ ფაილზე სხვა Gmail ელფოსტის მფლობელს, ასევე შექმნათ ფაილის ლინკი რაც ნიშნავს იმას, რომ ძებნით ფაილს ვერავინ ვერ იპოვის თუ არ აქვს თქვენს მიერ გაზიარებული მისამართი და სხვა საინტერესო ფუნქციები.

დამატებით Google Drive-ს აქვს საკუთარი უფასო Excel-ის მსგავსი - გუგლ შიტი, Word-ის მსგავსი უფასო- გუგლ დოკი, PowerPoint-ის მსგავსი უფასო - გუგლ სლაიდი. ონლაინ რეჟიმში ერთ დოკუმენტზე ერთდროულად შეუძლია იმუშაოს ორასმა მომხმარებელმა თავიანთი Gmail ანგარიშებიდან, რაც განსაკუთრებულად მოხერხებულ და ეფექტურ სამუშაო გარემოს ქმნის.

რა არის Search Commander

Forms.ge-მ შეძლო, გუგლის ხანგრძლივი შემოწმების შემდგომ, გამოექვეყნებინა გუგლ დოკის დანამატი, რომელიც ეხმარება მომხმარებელს ფაილების მართვაში Google Drive-ზე. ახალი დანამატი საშუალებას იძლევა მანიპულაციური ძებნის მეშვეობით მოახდინოთ ფაილების მართვა. მაგალითად: თქვენ გუგლ დრაივში არის ათასობით დოკუმენტი, საიდანაც გინდათ ერთად შეკრიბოთ ყველა, რომლებსაც ტექსტში ნახსენები აქვს თქვენი კომპანიის სახელწოდება. ძებნაში უთითებთ კომპანიის სახელს და აჭერთ ძებნის ღილაკს. სისტემა მოძებნის ყველა ფაილს, შექმნის საქაღალდეს (სახელს დაარქმევს საძიებო სიტყვის მიხედვით) და მასში ჩააკოპირებს ყველა დოკუმენტს, სადაც კომპანიის სახელწოდებაა ნახსენები. დამატებით შეუძლია მოძებნოს დოკუმენტების სეგმენტი და შეუცვალოს აღწერილობა, გადაიტანოს ფაილები სხვა საქაღალდეებში ან სხვა.

პროგრამის კოდი შემოწმებულია გუგლის მიერ და აღიარებულია, როგორც უსაფრთხო მომხმარებლისთვის. Search Commander-ი პირველი ქართული აპლიკაციაა, რომელმაც უფლება მოიპოვა დაამუშაოს Google Drive-ის მაღალი უსაფრთხოების მქონე სენსიტიურ ზონები.

ლიცენზია კლიენტისთვის გაიცემა ერთხელ და მუდმივი მოხმარებისაა.