მუხლი 55. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები

ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) 1973 წლის 28 ივნისის „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი“;
ბ) 1997 წლის 10 დეკემბრის საქართველოს კანონი „კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ“;
გ) 1998 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს კანონი „კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ“;
დ) 2001 წლის 28 სექტემბრის საქართველოს კანონი „დასაქმების შესახებ“;
ე) 1990 წლის 22 ნოემბრის საქართველოს რესპუბლიკის კანონი „არსებული უქმე დღეების გაუქმებისა და ტრადიციულთა
აღდგენის შესახებ“;
ვ) „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შრომის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 16 ნოემბრის ¹310/ნ ბრძანება;
ზ) ამ კოდექსით განსაზღვრული გასაუქმებელი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული/მიღებული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.


Comments