მუხლი 46. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები

1. დასაქმებული და დამსაქმებელი შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ მხარის უფლებათა
შეზღუდვაზე. ასეთი შეზღუდვა პირდაპირ უნდა გამომდინარეობდეს მხარის ინტერესებიდან, უნდა იყოს გონივრული და ამ
ინტერესების პროპორციული.
2. დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია მას წერილობითი ფორმით განუმარტოს
უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა.
3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების
პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ.
ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც, მაგრამ შრომითი ურთიერთობის
შეწყვეტიდან არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ შეიძლება დაუწესდეს იმ პირებს, რომლებიც
ახორციელებენ პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაწყებით ან/და საბაზო საფეხურზე.
5. ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.

შრომითი ხელშეკრულების ფორმა
Comments