მუხლი 37. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულების მოშლა;
ე) მხარეთა შეთანხმება;
ვ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების
შესაძლებლობას გამორიცხავს;
ზ) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი
შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 50
კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კოდექსის 21-ე მუხლით განსაზღვრული შვებულება;
თ) დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება;
ი) დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება.


Comments