შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №853 2011 წლის 1 მარტი ქ. თბილისი

პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ფორმის დამტკიცებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-16 მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე.
2. დამტკიცდეს საგადასახადო ორგანოს მიერ პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი ხელშეკრულების ფორმა, თანდართული რედაქციით.
3. პირადი საგადასახადო აგენტის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით დამტკიცებული ინსტრუქციების, შიდა ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, პროცედურული სახელმძღვანელოების და შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმების ასლების მიწოდება პირადი საგადასახადო აგენტებისთვის.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ფორმის დამტკიცებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2807 ბრძანება.
5. ამ ბრძანების გამოცემამდე საგადასახადო ორგანოების მიერ დადებული პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულებები ინარჩუნებენ ძალას მათი მოქმედების ვადით.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ცხაკაია
 

 

 

 

პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების

 ხელშეკრულება №

„-----“ „---------------------------“ 201- წ.

1. ხელშეკრულების მხარეები
ერთი მხრივ, მომსახურების მიმღები ---------------------------------------------- (დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი, გვარი და პირადი ნომერი) – შემდგომში „მოსარგებლე“
მეორე მხრივ, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი – შემდგომში „საგადასახადო ორგანო“
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, ვდებთ ხელშეკრულებას შემდეგზე:
2. ხელშეკრულების საგანი და მიზანი
2.1. ხელშეკრულების საგანია შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობა.
2.2. ხელშეკრულების მიზანია გადასახადის გადამხდელთა მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა.
3. მომსახურების გაწევის წესი
3.1. პირადი საგადასახადო აგენტი ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საგადასახადო ორგანოსთან კომუნიკაციას აწარმოებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით განაზღვრული ნორმების გათვალისწინებით. კერძოდ, პირადი საგადასახადო აგენტის მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მის მიერ. დოკუმენტში უნდა მიეთითოს პირადი საგადასახადო აგენტის სახელი, გვარი, თანამდებობა და მისი შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი ბრძანება.
3.2. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, პირადი საგადასახადო აგენტის მეშვეობით საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა უნდა განხორციელდეს გადასახადის გადამხდელისათვის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. პირადი საგადასახადო აგენტის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში რაიმე სახის ქმედება არ უნდა განხორციელდეს საგადასახადო ორგანოში შესაბამისი პროცედურის განხორციელებისათვის გათვალისწინებული დოკუმენტის სრულად შედგენის გარეშე ან მის გაუთვალისწინებლად.
3.3. მოსარგებლის მიერ პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობა არ ზღუდავს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ უფლებებს.
 4. მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები
4.1. მოსარგებლეს უფლება აქვს:
4.1.1 ისარგებლოს ამ ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალიწსინებული პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების სახეებით;
4.1.2. აცილება მისცეს პირადი საგადასახადო აგენტის კანდიდატურას;
4.1.3. სურვილისამებრ ისარგებლოს ამ ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების სრული ან არასრული პაკეტით.
4.2. მომსახურების არასრული პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლემ განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს და აცნობოს, თუ მომსახურების რომელი სახეებით არ სურს სარგებლობა.
4.3. მოსარგებლეს უფლება აქვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომსახურების არასრული პაკეტი შეცვალოს სრულით.
4.4. მოსარგებლე ვალდებულია რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე აცნობოს გადაწყვეტილება მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის ან მასში სათანადო ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.
5. საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები
5.1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ხელშეკრულების სხვა პირობების შეუცვლელად შეცვალოს პირადი საგადასხადო აგენტი და მისი ფუნქციის შესრულება, დროებით ან ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ბრძანებით დააკისროს სხვა თანამშრომელს.
5.2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია:
5.2.1. კეთილსინდისიერად, დროულად, მაღალ პროფესიულ დონეზე და სრულად შეასრულოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება;
5.2.2. პირადი საგადასახადო აგენტის მიმაგრების შესახებ ბრძანება, შესაბამისი საკონტაქტო მონაცემების მითითებით, ხელშეკრულებასთან ერთად გადასცეს მოსარგებლეს;
5.2.3. პირადი საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულების დროებით ან ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სხვა თანამშრომლისათვის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე წერილობით აცნობოს მოსარგებლეს;
5.2.4. პირადი საგადასახადო აგენტის შეცვლის შესახებ ბრძანება, შესაბამისი საკონტაქტო მონაცემების მითითებით, დაუყონებლივ გადასცეს მოსარგებლეს.
6. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების სახეებით
გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო აგენტის შემდეგი მომსახურებით:
1. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე გადასახადის გადამხდელის ინფორმირება და მისთვის კონსულტაციის გაწევა.
2. საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაციები, გაანგარიშებები) შევსების ტექნიკურ საკითხებზე დახმარების გაწევა, გარდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრისა.
3. გადასახადის გადამხდელის ინტერესების დაცვა საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობისას ახსნა-განმარტების წარდგენის გზით, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმებისა და შემოწმების აქტების განხილვისას.
4. გადასახადის გადამხდელისთვის საინტერესო საკითხებზე საგადასახადო ორგანოს პოზიციის მიწოდება.
5. გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო ორგანოში მის შესახებ არსებული ინფორმაციის გაცნობა.
6. კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის მოძიებაში დახმარების გაწევა;
7. საგადასახადო მოთხოვნის მიღება/ჩაბარება.
8. საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაცია, გაანგარიშება, ცნობა) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა.
9. გადასახადის გადამხდელის ინფორმირება კუთვნილი საგადასახადო შეღავათის შესახებ და შესაბამისი მტკიცებულებების (დოკუმენტების) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა.
10. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშგების ასევე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის და სავადოების (მათ შორის, რესტრუქტურიზირებული საგადასახადო დავალიანების) დროული განხორციელების გაკონტროლება.
11. გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული საგადასახადო ვალდებულების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დროულად და სრულად ასახვის გაკონტროლება, მათ შორის:
11.1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების, მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ჩათვლის ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშების გადატანის თაობაზე;
11.2. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხების ჩამოწერის პროცედურის დროული და სრულყოფილი განხორციელება;
12. გადასახადის გადამხდელის წერილობით შეკითხვებზე პასუხის დროულად და სრულყოფილად გაცემის ხელშეწყობა;
13. საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშგების ფორმების, ასევე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების და აქციზური მარკების მიღების ან/და რეგისტრაციის პროცედურების განხორციელება;
14. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან/და რეორგანიზაციის შემთხვევაში, გასატარებელი პროცედურების სრულყოფილი და დროული განხორციელების ხელშეწყობა;
15. ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნებისა და დროულად ჩათვლის მიზნით სათანადო ქმედებების განხორციელება;
16. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმების პროცედურების სწორად წარმართვის ხელშეწყობა.
 
7. მომსახურების საფასური და გადახდის წესი
7.1. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების საფასური განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით.
7.2. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე: სს „კორ სტანდარტ ბანკი“ (ბანკის კოდი 220101945) მიმღები – „შემოსავლების სამსახური“ ანგარიშის ნომერი GE14 KS00 0000 0000 0777 77.
8. მხარეთა პასუხისმგებლობა
8.1. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. პირადი საგადასახადო აგენტის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედება) არ ათავისუფლებს მოსარგებლეს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან.
8.3. წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეზე პასუხს აგებს მოსარგებლე.
9. დავის განხილვა
ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
10.1. ხელშეკრულება ძალაში შედის 201- წლის ------- ----------------------- და მოქმედებს 201- წლის --- ------------------------------.
10.2. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოსარგებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება, გადახდის ოდენობის შესაბამისი ვადით.
10.3. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
10.3.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა;
10.3.2. საწარმოს რეორგანიზაცია, თუ არ ხდება ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილების შეტანა;
10.3.3. მოსარგებლის გარდაცვალება/ლიკვიდაცია;
10.3.4. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.
 
11. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
ეს ხელშეკრულება შედგენილია ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მოსარგებლეს, ხოლო მეორე – საგადასახადო ორგანოს.
 
 
 მოსარგებლე                                                     საგადასახადო ორგანო
 „                                         “
––––––––––––––––––––––––                     –––––––––––––––––––––––––––––
        (დასახელება/სახელი, გვარი)                                                   (დასახელება)
        „––––––––––“
 (საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი)
-------------------------------                                         --------------------------------
––––––––––––––––––––––––                                             ––––––––––––––––––––––––
 სახელი გვარი                                                                   სახელი გვარი
 
 თანამდებობა                                                                   თანამდებობა
 (მოსარგებლის მისამართი და                                                                                                                                           (მომსახურების დეპარტამენტის მისამართი და
უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი)                                                               უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი)
 
 ელექტრონული ფოსტა                                                   ელექტრონული ფოსტა
 
(ხელმოწერა)                                                                        (ხელმოწერა)
Comments