შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №7262 2012 წლის 1 მაისი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისშესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის დასაჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №11):

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:

.ა) დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება;

ა.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება;

ა.გ) თელავის განყოფილება;

ა.დ) ახალციხის განყოფილება;

ა.ე) ქუთაისის განყოფილება;

ა.ვ) რუსთავის განყოფილება.

) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი“:

.ა) მომსახურებისამმართველო;

.ბ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების სამმართველო;

.) ლოჯისტიკის სამმართველო.

) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ბათუმი“:

.ა) მომსახურების სამმართველო;

.ბ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება;

.გ) ლოჯისტიკის სამმართველო.

) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ფოთი“:

.) მომსახურების სამმართველო;

.) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება;

.) ლოჯისტიკის სამმართველო.

) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტი“:

.ა) მომსახურების სამმართველო;

.ბ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისის“, „ბათუმის“ და „ფოთის“ ლოჯისტიკის სამმართველოების ფუნქციებია:

ა) უზრუნველყოს გაფორმების ეკონომიკური ზონის შიდა ტერიტორიაზე, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების დროს, კომპეტენციის ფარგლებში ფუნქციების ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა:

ა.ა) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის, მთლიანობისა და ლუქების კონტროლი;

ა.ბ) სატრანსპორტო საშუალების მიმართ ატვირთო ოპერაციების (გადმოტვირთვა/ ჩატვირთვა) უზრუნველყოფა და მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა;

ა.გ) გაფორმების ეკონომიკური ზონის შიდა ტერიტორიაზე არსებული სათავსების/საწყობების საქმიანობის ორგანიზება და მართვა.

ბ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების დროს, კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევის გამოვლენა და რეაგირება;

გ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ. ებანოიძე

Comments