შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №6331 2012 წლის 17 აპრილი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №7):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის წარმომადგენლობას სასამართლოსა და სხვა სახის დავებში;

ბ) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას;

გ) საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;

) შემოწმების აქტის პროექტებთან და ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტებთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული გადასახადის გადამხდელების მოსაზრებების განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;

) გადასახადის გადამხდელების მოსაზრებების განხილვის შედეგებზე შესაბამისი რეკომენდაციის პროექტის მომზადება;

) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვას და შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას;

) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადებას და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;

) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სასამართლო დავების სამმართველო;

ბ) საჩივრების სამმართველო:

ბ.ა) მედიაციის განყოფილება;

გ) საგადასახადო შეთანხმებების სამმართველო.“;

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დავების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. სასამართლო დავების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა სახის დავებში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. საჩივრების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;

ბ) საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

) შემოწმების აქტის პროექტებთან და ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტებთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული გადასახადის გადამხდელების მოსაზრებების განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;

) გადასახადის გადამხდელების მოსაზრებების განხილვის შედეგებზე შესაბამისი რეკომენდაციის პროექტის მომზადება;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

3. მედიაციის განყოფილება ახორციელებ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათავლისწინებულ ფუნქციებს, ასევე უზრუნველყოფს დეპარტამენტის/სამმართველოს ხელმძღვანელობის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.

4. საგადასახადო შეთანხმებების სამმართველოს ფუნქციებია:

) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება..

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

ჯ.  ებანოიძე

 

Comments