შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №5630 2012 წლის 4 აპრილი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №11):

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაციული სამმართველო:

ა.ა) ლოჯისტიკის განყოფილება.

ბ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:

ბ.ა) დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება;

ბ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება;

ბ.გ) თელავის განყოფილება;

ბ.დ) ახალციხის განყოფილება;

ბ.ე) ქუთაისის განყოფილება;

ბ.ვ) რუსთავის განყოფილება.

გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი“:

გ.ა) მომსახურების სამმართველო;

გ.ბ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების სამმართველო.

დ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ბათუმი“:

დ.ა) ლოჯისტიკის განყოფილება;

დ.ბ) მომსახურების სამმართველო;

დ.გ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება.

ე) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ფოთი“:

ე.ა) ლოჯისტიკის განყოფილება;

ე.ბ) მომსახურების სამმართველო;

ე.გ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება.

ვ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტი“:

.ა) მომსახურების სამმართველო;

.ბ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება.“.

ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნს;

გ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „თ1“, „თ2“, „თ3“ და „თ4 ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„თ1) რეგისტრირებული დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა (მხოლოდ ოქროს სიის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

2) ყვითელ დერეფანში განსაზღრული დეკლარაციის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით (მხოლოდ საფოსტო გზავნილების ან ოქროს სიის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის):

2.ა) დანიშნულების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენის, პირობებისა და ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება;

2.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

2.გ) სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

2.დ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

2.ე) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

2.ვ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

3) ვალდებულების შესრულების გარანტიებზე (საბანკო გარანტია, ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე მონიტორინგის განხორციელება;

4) გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულების, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი (მხოლოდ საფოსტო გზავნილების ან ოქროს სიის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის).“

დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ და „თ3“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნს;

ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ2 და „თ4 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ2) საფოსტო გზავნილების გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დანიშნულების საგადასახადო ორგანოში საქონლის დეკლარირების ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება;

4) გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულების, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი (მხოლოდ საფოსტო გაფორმებისათვის).“;

ვ) მე-9 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილების ფუნქციებია:

ა) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასაქონლო დეკლარაციების შევსება;

ბ) რეგისტრირებული დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნვეყოფა;

გ) ყვითელ დერეფანში განსაზღრული დეკლარაციის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:

გ.ა) დანიშნულების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენის, პირობებისა და ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება;

გ.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

გ.გ) სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

გ.დ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

გ.ე) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

გ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

დ) ვალდებულების შესრულების გარანტიებზე (საბანკო გარანტია, ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე მონიტორინგის განხორციელება;

ე) გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულების, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;

ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოსთვის მიწოდება;

ზ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ი) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

კ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ლ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“.

ზ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ე1) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოსთვის მიწოდება;

2) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;“.

თ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების სამმართველოს და გაფორმების ეკონომიკური ზონა –„აეროპორტის“, „ბათუმის“, „ფოთის“ ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილებების ფუნქციებია:

ა) სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით;

ბ) სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სასაქონლო ოპერაციების განხორციელების ადგილებში (გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სხვა ადგილებში) რენტგენო-სკანერის ექსპლუატაცია და სკანირების განხორციელება;

გ) წითელ ან ყვითელ დერეფანში განსაზღრული დეკლარაციის მიმართ საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების დასრულების მიზნით:

გ.ა) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

გ.ბ) სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

გ.გ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

გ.დ) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

გ.ე) საქონლის დათვალიერება (მხოლოდ წითელ დერეფანში განსაზღვრული დეკლარაციის შემთხვევაში) მისი იდენტიფიკაციისათვის ან/და დეკლარირებულ მონაცემებთან შესაბამისობის დასადგენად;

გ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ე) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოსთვის მიწოდება;

ზ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

თ)ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემას;

ი) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“.

ი) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნს.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 22 მარტიდან 4 აპრილამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სამსახურის უფროსი             . ებანოიძე

Comments