შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №2796

2012 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №3):

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) პროფესიული განვითარების სამმართველო.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. პროფესიული განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტაჟირების გავლის ორგანიზებას, სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს სამსახურის მიერ შერჩეული ორგანიზაცია;

ბ) შემოსავლების სამსახურის სისტემის ასისტენტებისა და სტაჟიორებისთვის ადაპტაციისა და პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება, პროცესის ორგანიზება და მიმდინარეობის მონიტორინგი;

გ) შემოსავლების სამსახურის თითოეული სტრუქტურული ერთეულისთვის ასისტენტების ან/და სტაჟიორების პროფესიული მომზადება, მათ შორის:

გ.ა) სასწავლო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ.ბ) სწავლების პროცესის ორგანიზება და მიმდინარეობის მონიტორინგი;

გ.გ) პიროვნული და პროფესიული ტრენინგების საჭიროების გამოვლენა;

გ.დ) პიროვნული და პროფესიული ტრენინგების ორგანიზება;

გ.ე) სწავლებისა და ტრეინინგის შედეგების შეფასება და ანალიზი.

დ) შემოსავლების სამსახურის სისტემაში მიღებული ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროგრამების შემუშავება და ადაპტაციის პროცესის მართვა;

ე) შემოსავლების სამსახურის თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში არსებული პოზიციებისათვის (საშტატო ერთეულებისთვის) პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება და პროცესის მართვა.“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):

ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

. ებანოიძე

Comments