შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №25910 2012 წლის 26 ნოემბერი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,            ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აჭარის ბიუროს დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №13 ).“;
ბ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №13.
 
დანართი №13
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აჭარის ბიუროს  
                                                                                დებულება
     
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) აჭარის ბიურო (შემდგომში – ბიურო ) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.
2 . ბიუროს მოქმედების ფარგლები ვრცელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში (სამოქმედო ტერიტორია).
3 . ბიუროს საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
4 . ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
 
მუხლი 2. ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
ბიუროს საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
     
მუხლი 3. ბიუროს ფუნქციები
1. ბიურო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ბიუროს  სამოქმედო  ტერიტორიაზე  განლაგებული  საგადასახადო ორგანოების სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია ს;
ბ) ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული საგადასახადო ორგანოების სტრუქტურული   ერთეულების/ქვედანაყოფების საქმიანობის წარმართვის ხელშეწყობას ;
გ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას ;
დ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ;
ე) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულებას.
2 . ბიურო უფლებამოსილია, მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული საგადასახადო ორგანოების    სტრუქტურული ერთეულებიდან/ქვედანაყოფებიდან გამოითხოვოს დაკისრებულ უფლებამოსილებათა   განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალები.
 
მუხლი 4. ბიუროს ხელმძღვანელობა
1. ბიუროს ხელმძღვანელობს აჭარის ბიუროს უფროსი (შემდგომში – ბიუროს უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
2 . ბიუროს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3 . ბიურო ს უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს ბიუროს სახელით;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
გ) ახორციელებს ბიუროს საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
დ) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;
ე) წარადგენს წინადადებებს ბიუროს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;
ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 14 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე .
 
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი     კახა ცერცვაძე
Comments