შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №24715 2012 წლის 14 ნოემბერი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებ ის შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12 ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ს:
ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ რ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი “;“;
  ბ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
„ფ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი “.“.
2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 7 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
 
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი  კ. ცერცვაძე
 
Comments