შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №24495 2012 წლის 12 ნოემბერი ქ. თბილისი შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისი №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნ ტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის 6329 ბრძანებით დამტკიცებული წამახალისებელი გათამაშების რეგლამნტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წამახალისებელი გათამაშება ეწყობა 2012 წლის 18 აპრილიდან და გრძელდება 2012 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.“.

2. შეწყდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის შემოსავლების სამსახურისთვის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის უფლებამოსილების მინიჭებისა და საპრიზო ფონდის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის 637 განარგულების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშება.

3. წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის მომენტად განისაზღვროს 2012 წლის 12 ნოემბრის 24:00 საათი და შეწყვეტის თაობაზე წინასწარ ეცნობოს შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“.

4. წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტამდე მოგებული ბილეთების შესაბამისი მოგებების გაცემა განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის 6329 ბრძანებით დამტკიცებული წამახალისებელი გათამაშების რეგლამნტის შესაბამისად.

5. წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება უზრუნველოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა.

6. 2012 წლის 1 5 დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წამახალისებელი გათამაშების რეგლამნტის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის 6329 ბრძანება.

7. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე .

 

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კ. ცერცვაძე

 

 

 

Comments