შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №19867 2013 წლის 10 მაისი ქ. თბილისი „ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.  „ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან / საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქცი ის“ (დანართი1):

ა.ა) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სატრანსპორტო საშუალების გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით გატანის ან/და სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების შემთხვევაში , მოწმობის მე -3 გრაფა არ ივსება , ამასთან :

) გრაფა 1. „ ექსპორტიორი ” – აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შესახებ მონაცემები : იურიდიული პირის სრული სახელწოდება , მისამართი , საიდენტიფიკაციო ნომერი ; ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი , გვარი , მისამართი , პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი ;

) მე -12 გრაფაში მისათითებელი , სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში ან დროებით შენახვის სხვა ადგილზე დაბრუნების / იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების /სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 48 საათით ;

) გრაფა R. „ ოპერაცია ” – გრაფაში მიეთითება დამხმარე კოდი „74–74”. “;

ა.ბ) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი იდენტიფიკაციის საშუალებებს გასცემს საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ თანამშრომელზე, გასავლის ზედდებულით, იდენტიფიკაციის საშუალებების რაოდენობის, სერიებისა და ნომრების დაფიქსირებით.

2 . საბაჟო დეპარტამენტის პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ მიღებული იდენტიფიკაციის საშუალებები აღირიცხება „იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღრიცხვისა და გაცემის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი №IV–01) და ინახება დაცულ ადგილას.

3 . საბაჟო დეპარტამენტის პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ იდენტიფიკაციის საშუალებები გაიცემა გაფორმების სამმართველოს, გეზ-ის ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ თანამშრომელზე, რომელიც პასუხისმგებელია იდენტიფიკაციის საშუალებების მიღებაზე, აღრიცხვაზე, განაწილებასა და ანგარიშგებაზე.

4 . გაფორმების სამმართველოს, გეზ-ის ან საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომელი მიღებულ იდენტიფიკაციის საშუალებებს აღრიცხავს ჟურნალში და საჭირო რაოდენობას გადასცემს ცვლის ან განყოფილების უფროსებს, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

5 . 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიშანდებისათვის, პირის მოთხოვნით, იდენტიფიკაციის საშუალებების გაცემა ხორციელდება „განცხადება – მიღება-ჩაბარების აქტის“ (დანართი №IV–05) გაფორმებით, რომელიც მოწმდება პირის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებები გაიცემა პირზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე.

6 . 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/მოცილება საქონლის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის ან საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება აქტის (დანართი IV–02) გაფორმებით, რომელსაც ინახავს 6 წლის განმავლობაში.

7 . საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მოხსნილი/მოცილებული იდენტიფიკაციის საშუალებები მოხსნისთანავე ჩაითვლება განადგურებულად, ხოლო ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის ან საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ მოხსნილი/მოცილებული იდენტიფიკაციის საშუალებები ინახება აღნიშნულ პირებთან, 15 კალენდარული დღის განმავლობაში, რის შემდეგაც იდენტიფიკაციის საშუალებები ჩაითვლება განადგურებულად.

8 . გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებულ ან უვარგის იდენტიფიკაციის საშუალებებს, აგრეთვე ინფორმაციას ასეთი იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ №IV–03 დანართის ფორმით, გაფორმების სამმართველოს, გეზ-ის ან საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომელი აბარებს საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამმართველოს. ეს ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს საანგარშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე.

9 . საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველო ახორციელებს გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებული ან უვარგისი იდენტიფიკაციის საშუალებების განადგურებას და შედეგებს ასახავს აქტში №IV–04 დანართის შესაბამისად.“;

ა.გ) 35-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ციფრი „1„ – საქონლის წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს წარუდგენს ელექტრონულად, ან დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;“;

ა.დ) 52-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების ან/ და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება.“;

ა.ე) 53-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ პუნქტის „ა ქვეპუნქტში მითითებული პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების ან/ და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება.“;

ა.ვ) 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დეკლარანტი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გამარტივებული წესით შევსებისას ავსებს: A, 1, 2, 8, 14, 15, 15ა, 17, 17ა, 18, 19, 21, 29, 31, 44, 47, 49, 54 გრაფებს, თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანისას – დამატებით 13, 33, 35, 38, 42 გრაფებს, ხოლო უცხოური საქონლის, რომელიც მოქცეული იყო სხვა სასაქონლო ოპერაციაში, თავისუფალ ზონაში გადატანის დროს – დამატებით 37-ე და მე-40 გრაფებს.“;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი 2) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 10 მაისიდან.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი

 

„ნაწილი 2. საგადასახადო ორგანოებისა და გაფორმების სხვა ადგილების

კლასიფიკატორი

 

1. საბაჟო გამშვები პუნქტები

 

კოდი

დასახელება

1

 

69001

20011

 

საბაჟო გამ შვე ბი პუნქტი თბილისის აეროპორტი

საბაჟო გამშვები პუნქტი თბილისის აეროპორტი

( მხოლოდ თბილისი აეროპორტის ტერიტორია ზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონ ზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას)

2

69002

საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი”

3

 

69003

69004

საბაჟო გამშვები პუნქტი„სადახლო”(საავტომობილო)

საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო”(სარკინიგზო)

4

69005

საბაჟო გამშვები პუნქტი„გუგუთი”

5

69006

საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი”

6

69007

საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო”

7

 

69009

69021

საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი” (სარკინიგზო)

საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტ კვარი” (საავტომობილო)

8

69010

საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი”

9

69101

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი”

1 0

69301

საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე”

1 1

69302

საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა”

1 2

69401

69403

99403

 

20013

საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”

 

 

ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის)

1 3

69501

69502

69503

საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”

1 4

69601

საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი”

1 5

 

69604

 

69603

 

20012

 

საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი და აეროპორტი (საზღვაო)

საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი და აეროპორტი” (საჰაერო)

საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი და აეროპორტი”

( მხოლოდ ბათუმი აეროპორტის ტერიტორია ზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონ ზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას )

 

2. გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების სხვა ადგილები

კოდი

მისამართები

1

 

 

 

11111

 

20 111

გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი :

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.;

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის)

2

 

11112; 69600

 

 

20 112

 

 

 

69605

 

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი":

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.;

ქ. ბათუმი, ი. გოგებაშვილის ქ. №11;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

ქ. ბათუმი, ი. გოგებაშვილის ქ. №11 (მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. 11, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა

 

3

 

11113; 69500

 

20 113

 

 

69510

 

69511

 

 

69555

 

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი":

ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32;

 

ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32 (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა;

ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. 7, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა

4

 

11114

20114

გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი":

ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;

ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის)

5

 

20010

 

 

გაფორმების სამმართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ საფოსტო გზავნილების გაფორმებისათვის)

 

6

 

69221; 99221

 

 

20002

 

დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის” მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება:

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის)

7

 

69017

20002

 

 

69070

თელავის განყოფილება:

ქ. თელავი, ერეკლე II - ის გამზ. 1;

ქ. თელავი, ერეკლე II - ის გამზ. 1(მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. 21, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა

 

8

 

 

69300; 99300

20002

 

69350

ახალციხის განყოფილება:

ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. 54;

ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. 54 (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი 2, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა

9

 

69400; 99400

20004

 

69450

ქუთაისის განყოფილება:

ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. 5

ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. 5 (მხოლოდ „ოქროს სიის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა

10

69014

20002

 

 

 

 

69050

რუსთავის განყოფილება:

ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. 36;

ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. 36 (მხოლოდ „ოქროს სიის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა

11

69000; 99000

 

 

20002

 

69043

 

 

 

 

69250

 

სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება:

ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №3 (საექსპორტო ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმებისათვის);

ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №3 (მხოლოდ „ოქროს სიის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ.თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი - ერევანი, ბათუმი – ერევანი – ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე)

ქ. გორი, მოსკოვის ქ. 1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა