შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №19621 2012 წლის 3 ოქტომბერი „ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკტორის“ (დანართი2) მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

ჯ. ებანოიძე

1. საბაჟო გამშვები პუნქტები

კოდი

დასახელება

1

2

69001

20011

 

საბაჟო გამ შვე ბი პუნქტი თბილისის აეროპორტი

საბაჟო გამშვები პუნქტი თბილისის აეროპორტი

( მხოლოდ თბილისი აეროპორტის ტერიტორია ზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონ ზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას)

3

69002

საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი”

4

69003

საბაჟო გამშვები პუნქტი„სადახლო”(საავტომობილო)

5

69004

საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო”(სარკინიგზო)

6

69005

საბაჟო გამშვები პუნქტი„გუგუთი”

7

69006

საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი”

8

69007

საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო”

9

69009

საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი” (სარკინიგზო)

10

69021

საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი” (საავტომობილო)

11

69010

საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი”

12

69101

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი”

13

69301

საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე”

14

69302

საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა”

15

69401

69403

99403

 

საბაჟო გამშვები პუნქტი„ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”

 

16

69501

69502

69503

საბაჟო გამშვები პუნქტი„ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

17

69601

საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი”

18

 

69604

 

69603

 

20012

 

საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი და აეროპორტი (საზღვაო)

საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი და აეროპორტი” (საჰაერო)

საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი და აეროპორტი”

( მხოლოდ ბათუმი აეროპორტის ტერიტორია ზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონ ზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას ) “.

 

 

 

 

Comments