შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №1833 2012 წლის 14 თებერვალი ქ. თბილისი „შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესის“ მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) პირს მომსახურების გაწევაზე უარი ეთქვა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 
ჯ.  ებანოიძე

Comments