შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №18230 2012 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი „ Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 201 2 წლის 2 6 ივნისის № 10536 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,   ვბრძანებ:
1. „ Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 201 2 წლის 2 6 ივნისის № 10536 ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულების (დანართი №2) მე-6 პუნქტის 2.13 აქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 „2.13. გ ასაუქმებლად წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) მიღება და შესაბამისი რეაგირება;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯ. ებანოიძე
Comments