შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №17494 2013 წლის 25 აპრილი ქ. თბილისი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე,   ვბრძანებ:

1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა.ა) მე-2 მუხლის 28-ე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) „ხელმოწერა”, „ბეჭედი” – მონაცემების სინამდვილის დადასტურებისთვის მოაწეროს ხელი და დასვას პირადნომრიანი ბეჭედი ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭედი.“;

 ა.ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მოწმობის ორივე ეგზემპლარი, გარდა საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით მოწმობის მხოლოდ ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევისა, დამოწმდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის პირადნომრიანი ბეჭდით ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისისტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭდითა და ხელმოწერით.“;

 ა.გ) მე- 6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. მოწმობით განსაზღვრულ გამოცხადების თარიღში საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დანიშნულების საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი ინფორმაცია, არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა (სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა), რეაგირებისათვის გადაეცემა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმონიტორინგის და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს , ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ინფორმაცია ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ან/და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. “;

 ა.დ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) შეადგინოს აქტი (სადაც აისახება მოწმობის გაუქმების მიზეზი), რომელიც გაუქმებულ მოწმობასთან ერთად სათანადო რეესტრით ეგზავნება შემოსავლების სამსახურის შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმონიტორინგის და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს.“;

 ა.ე) მე-8 მუხლის:

ა.ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში გამგზავნი საგადასახადო ორგანო ან სისტემაში დაშვებული პირი უზრუნველყოფს TIR წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად შეტანას მოწმობის ელექტრონულ ფორმატში. წიგნაკის შესაბამის (თეთრ და მწვანე) ფურცლებზე და ყუაზე აღინიშნება ASYCUDA-ს მიერ მინიჭებული „D” ნომერი. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი, მონაცემთა დადატურების მიზნით, აწერს ხელს, მიუთითებს შევსების თარიღს და სვამს პირადნომრიან ბეჭედს ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისის ტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალ ბეჭედს .“;

 ა.ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. TIR წიგნაკს კონტროლიდან ხსნის დანიშნულების საგადასახადო ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. კონტროლიდან მოხსნის მიზნით, TIR წიგნაკის 27-ე გრაფაში მიეთითება „ASYCUDA”-ს მიერ მინიჭებული „R” ნომერი; 28-ე გრაფაში დაესმება საგადასახადო ორგანოს დამღა „მოხსნილია კონტროლიდან”, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება კონტროლიდან მოხსნის თარიღი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისის ტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭ ედი.“;

 ა.ვ) მე-15 მუხლის:

ა.ვ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)საგადასახადო ორგანოს (საბაჟო დეპარტამენტის) უფლებამოსილი თანამშრომელი; “;

 ა.ვ.ბ) მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) თუ სკანირების მეშვეობით მიღებული სურათი შეიცავს მონაცემებს სამართალდარღვევის ნიშნების თაობაზე, რეაგირებისთვის გადასცეს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს;“;

 ა.ზ) მე-17 მუხლის:

ა.ზ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გაფორმების ორგანოში საქონლის დათვალიერებაზე გადაწყვეტილება მიიღება საბაჟო დეკლარაციის წითელ დერეფანში მოხვედრის შემთხვევაში. ამასთან, ერთი დეკლარაციით წარდგენილი ერთი დასახელების (სეს ესნ-ის 11-ნიშნა კოდის შესაბამისი) საქონლის დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს სკანირებით. “;

 ა.ზ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჭიროების შემთხვევაში, დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, საბაჟო დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებს: საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ან მისიმოადგილე, გაფორმების სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის შესაბამისი სამმართველოს ან განყოფილების უფროსი, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი ან ცვლის უფროსი. “;

ა.თ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დათვალიერების შეტყობინებაში დათვალიერების დროდ უნდა მიეთითოს შეტყობინების გაგზავნის დღიდან მომდევნო კალენდარული დღის (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კალენდარული დღე ემთხვევა კვირა დღეს ან საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს) არა-უგვიანეს 17.00 საათი. საბაჟო დეპარტამენტი ს გაფორმების სამმართველოში ან გეზ-ში წარდგენილი საქონლის დათვალიერების ელექტრონულ შეტყობინებაში დათვალიერების დროდ უნდა მიეთითოს შეტყობინების გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 2 საათი. “;

 ა.ი) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი იდენტიფიკაციის საშუალებებს გასცემს საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ თანამშრომელზე, გასავლის ზედდებულით, იდენტიფიკაციის საშუალებების რაოდენობის, სერიებისა და ნომრების დაფიქსირებით.

3. საბაჟო დეპარტამენტის პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ მიღებული იდენტიფიკაციის საშუალებები აღირიცხება „იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღრიცხვისა და გაცემის ჟურნალში “ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი №IV–01) და ინახება დაცულ ადგილას.

4. საბაჟო დეპარტამენტის პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ იდენტიფიკაციის საშუალებები გაიცემა გაფორმების სამმართველოს, გეზ-ის ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ თანამშრომელზე, რომელიც პასუხისმგებელია იდენტიფიკაციის საშუალებების მიღებაზე, აღრიცხვაზე, განაწილებასა და ანგარიშგებაზე .

5. გაფორმების სამმართველოს, გეზ-ის ან საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომელი მიღებულ იდენტიფიკაციის საშუალებებს აღრიცხავს ჟურნალში და საჭირო რაოდენობას გადასცემს ცვლის ან განყოფილების უფროსებს, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

6. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიშანდებისათვის, პირის მოთხოვნით, იდენტიფიკაციის საშუალებების გაცემა ხორციელდება „განცხადება – მიღება-ჩაბარების აქტის “ (დანართი №IV–05) გაფორმებით, რომელიც მოწმდება პირის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებები გაიცემა პირზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე.

7. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ –„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/მოცილება საქონლის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის ან საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება აქტის (დანართი IV–02) გაფორმებით, რომელსაც ინახავს 6 წლის განმავლობაში.

8. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მოხსნილი/მოცილებული იდენტიფიკაციის საშუალებები მოხსნისთანავე ჩაითვლება განადგურებულად, ხოლო ამ მუხლის მე- 7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის ან საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ მოხსნილი/მოცილებული იდენტიფიკაციის საშუალებები ინახება აღნიშნულ პირებთან, 15 კალენდარული დღის განმავლობაში, რის შემდეგაც იდენტიფიკაციის საშუალებები ჩაითვლება განადგურებულად.

7. გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებულ ან უვარგის იდენტიფიკაციის საშუალებებს, აგრეთვე ინფორმაციას ასეთი იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ №IV–03 დანართის ფორმით, გაფორმების სამმართველოს, გეზ-ის ან საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომელი აბარებს საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამმართველოს. ეს ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს საანგარშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე.

8. საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველო ახორციელებს გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებული ან უვარგისი იდენტიფიკაციის საშუალებების განადგურებას და შედეგებს ასახავს აქტში №IV–04 დანართის შესაბამისად.“;

 ა.კ) დანართი №IV–0 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №IV–0 1

იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღრიცხვისა და გაცემის

ჟ უ რ ნ ა ლ ი

საიდან მიიღეთ (მონიშნეთ გახაზვით):

− შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან

− საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოდან

 

გაცემულია

შენიშვნა

იდენტ. საშუალების დასახელება და დიაპაზონი №-დან − №-მდე

იდენტ. საშუალების რაოდენობა ცალობით

მიღების თარიღი

პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი გარკვევით, ხელმოწერა

საბაჟო გამშვები პუნქტის, გეზ-ის, სამმართველოს ან განყოფილების დასახელება

იდენტ. საშუალების დასახელება და დიაპაზონი №-დან − №-მდე

იდენტ. საშუალების რაოდენობა ცალობით

მიღების თარიღი

საბაჟო გამშვები პუნქტის, გეზ-ის ,სამმართველოს ან განყოფილების პასუხისმგებელი პირის ან ცვლის/განყოფილების უფროსის სახელი და გვარი გარკვევით, ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  p>

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“;

  ა.ლ) დანართი №IV–03 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №IV–03

 „ ----- „ –––––– 20… წელი

ინფორმაცია

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიერ

(საბაჟო გამშვები პუნქტის/ გეზ-ის/ სამმართველოს დასახელება )

20 ... წლის განმავლობაში გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებული ან უვარგისი

იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ

   

იდენტიფიკაციის საშუალების დასახელება

დაზიანებული იდენტიფიკაციის საშუალების რიგითი №

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   პასუხისმგებელი

თანამშრომლის ხელმოწერა -----------------------------------------------

 პ/ნომრიანი ბეჭედი ან

საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის

მრგვალი ბეჭედი “;

 ა.მ) დანართი №IV–05 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი № IV–05

 სსიპ – შემოსავლების სამსახურის

საბაჟო დეპარტამენტს

 ---------------------------------------------------------------------

განმცხადებლის დასახელება / ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი

---------------------------------------------------------------------

განმცხადებლის საიდენტიფიკაციო ნომერი / პირადი ნომერი

--------------------------------------------------------

წარმომადგენელის სახელი და გვარი / პირადი ნომერი

--------------------------------------------------------

ტელეფონი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 გთხოვთ, გასცეთ იდენტიფიკაციის საშუალებები -------------------------------------------სახელზე. (დასახელება/სახელი და გვარი)

  რაოდენობა: --------------------------- ცალი.

მიღება-ჩაბარების აქტი

(ივსება საგადასახადო ორგანოში და ადასტურებს

იდენტიფიკაციის საშუალებების გაცემას/მიღებას)

 იდენტიფიკაციის საშუალების ნომერი

რაოდენობა

 

 

 

 

 

 

 გავეცი: ------------------------------------------- ხელმოწერა: -------------------------------

(საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი

პირის სახელი და გვარი გარკვევით)

 ხელმოწერით ვადასტურებ, რომ ვეთანხმები

განცხადებაში მოცემულ ინფორმაციას და მივიღე

მოთხოვნილი რაოდენობის იდენტიფიკაციის

 საშუალებები: ------------------------------- ხელმოწერა: ----------------------------------

(განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის (არსებობის შემთხვევაში, განმცხადებლის ან მისი სახელი და გვარი გარკვევით) წარმომადგენლის ბეჭედი)

  თარიღი: ------------------------------------- “;

 ა.ნ) 35-ე მუხლის მე-11 პუნქტის:

ა.ნ.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ციფრი „1„ – საქონლის წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარაციას ავსებს დეკლარანტიან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს საბაჟო დეპარტამენტი ს გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას წარუდგენს ელექტრონულად, ან დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტი ს გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას სამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;

გ) ციფრი „2„ – საქონლის დეკლარირებისას, როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე ან როდესაც ASYCUDA-ში დაშვებული პირი, საბაჟო დეპარტამენტი ს გაფორმების სამმართველოში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროს ახორციელებს დეკლარირებას (გარდა წინასწარი დეკლარირებისა); “;

 ა.ნ .ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) ციფრი „4„ – საქონლის წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტი ს გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე ;

ვ) ციფრი „5„ – როდესაც ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე და დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს წარუდგენს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას სამუშაო დროს. “;

 ბ) ბრძანებით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკტორის“ (დანართი 2):

ბ.ა) მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ 2. გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების სხვა ადგილები

 №

კოდი

მისამართები

1

 

 

 

 

 

11111

 

 

20 111

გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი :

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.;

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის)

2

 

11112; 69600

 

 

 

 

 

20 112

 

 

 

 

 

 

 

69605

 

 

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი":

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.;

 

ქ. ბათუმი, ი. გოგებაშვილის ქ. №11;

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

ქ. ბათუმი, ი. გოგებაშვილის ქ. №11 (მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

 

ქ. ბათუმი, ტბელ - აბუსერიძის ქ. №11, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა

 

3

 

11113; 69500

 

 

20 113

 

 

69510

 

 

 

 

69511

 

 

 

69555

 

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი":

ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32;

 

 

ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32 (მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა;

 

ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა

 

 

 

11114

 

20114

გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი":

 

ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;

 

ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის)

 

 

20010

 

 

 

69221; 99221

 

 

 

 

20002

 

გაფორმების სამმართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ საფოსტო გზავნილების გაფორმებისათვის)

 

დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის„ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება:

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის)

5

 

69017

 

20002

 

 

69070

თელავის განყოფილება:

ქ. თელავი, ერეკლე II–ის გამზ. №1;

 

ქ. თელავი, ერეკლე II–ის გამზ. №1(მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა

 

6

 

 

 

69300; 99300

 

20002

 

 

69350

ახალციხის განყოფილება:

ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54;

 

ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54 (მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა

7

 

69400; 99400

 

20004

 

 

69450

ქუთაისის განყოფილება:

ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5

 

ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5 (მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა

8

 

69014

 

20002

 

 

 

69050

რუსთავის განყოფილება:

ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36;

 

ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36 (მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა

9

 69000; 99000

 

 

 

 

20002

 

 

 

69043

 

 

 

 

 

 

 

  69250

 

 

სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება:

ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №3 (საექსპორტო ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმებისათვის);

 

ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №3 (მხოლოდ „ოქროს სიის„ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ.თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით დაუკუმიმართულებით მოძრავი ერევანი–ბათუმი–ერევანი, ბათუმი – ერევანი – ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე)

 

ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა p>

“;

  ბ.ბ) მე-12 ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქონლის შენახვის ადგილების (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის შენახვის სხვა ადგილების) კლასიფიკატორი მტკიცდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით და ცხადდება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად. “.

 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 25 აპრილიდან.

შემოსავლების სამსახურის უფროსი ლ. ხუციშვილი