შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №12515 2011 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი „შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესის“ მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) პირის მიმართ უკვე გაწეული მომსახურება განცხადების განხილვის მომენტისათვის გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილების (მომსახურების გაწევის) შესაძლებლობას.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 
ჯ.  ებანოიძე

Comments