შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №1220 2011 წლის 23 მარტი ქ. თბილისი

გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების პირობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-10 ნაწილის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის  შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილების 18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის  და  ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს გადასახადის გადამხდელის ინიციატივით აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარების პირობები და მოთხოვნის ფორმა, თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                ჯ. ებანოიძე

გადასახადის გადამხდელის ინიციატივით აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარების პირობები

1. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს №1 დანართის შესაბამისად.

2. აუდიტის დეპარტამენტი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მოთხოვნას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

3. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე გადასახადის გადამხდელს ეცნობება საგადასახადო შემოწმების დაწყების სავარაუდო თარიღი და მიეწოდება ინფორმაცია, რომ:

ა) საგადასახადო შემოწმება დაიწყება მოსამართლის ბრძანებისა და დამატებითი (წინასწარი) წერილობითი შეტყობინების გარეშე;

ბ) მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე საგადასახადო ორგანოს თანხმობის მიღებიდან 5 დღის ვადაში;

გ) საგადასახადო შემოწმება დაიწყება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ.

4. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე თანხმობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმება ტარდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადასახადის გადამხდელისთვის დამატებითი (წინასწარი) წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე, პირის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ.

5. აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია უარი თქვას საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე ობიექტური გარემოებების (მათ შორის, ადამიანური რესურსების უკმარისობა) გათვალისწინებით.

6. აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, შეცვალოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში მითითებული საგადასახადო შემოწმების სახე.

დანართი №1

 

                                       შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს

 

გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი

 

 

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

გადასახადის გადამხდელის მისამართი

 

 

გადასახადის გადამხდელის ტელეფონის ნომერი

 

მოთხოვნა

საგადასახადო შემოწმების თაობაზე

 

1საგადასახადო შემოწმების სახე:                                     (კამერალური)                                      (გასვლითი)

2. საგადასახადო  შემოწმებს ტიპი:                                    (თემატური)                                           (სრული)

                                                                                                                                                                            

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.საგადასახადო შემოწმების პერიოდი:                 დან -მდე  

 

 

 

 

 

 

 

 

 

4საგადასახადო შემოწმების დაწყების სასურველი ვადა:                                          

 

5თემატური შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების საგნის (საკითხისმოკლე აღწერა:

 

 

 

 

    __________________                           “––––––“ “––––––––––––––––––––––––“ 20

       (ხელმოწერა)                                       (რიცხვითვეწელი)

Comments