შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №11412 2012 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი „შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 25 ივნისის №10525 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 25 ივნისის №10525 ბრძანება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი                                ჯ . ებანოიძე
Comments