შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №10952 2011 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულებისმე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზეშემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის 2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის (დანართი 1):

ა.ა) მე-2 მუხლის 26-ე პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დანიშნულების საგადასახადო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულებით, რომელიც განთავსებული არ არის საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონაში, აღნიშნულ გრაფაში მიეთითება ­– 00000;”;

ა.ბ) 66-ე მუხლის:

ა.ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ავსებს B გრაფ.”;

 ა.ბ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდესშემდეგი რედაქციით:

6. გრაფა „B” – აღინიშნება შეფასების A ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხკოდი.”;

ბ) პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის” (დანართი №2) მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პორტალების მე-15 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

   15

69401

69403

99403

პორტალი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონ

 

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ. ებანოიძე

Comments