შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №10899 2012 წლის 2 ივლისი ქ. თბილისი „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის” (დანართი №1):

ა.ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობის) ელექტრონულად შევსებას, რეგისტრაციას „A SYCUDA”-ს მეშვეობით და გაცემას ახორციელებს საგადასახადო ორგანო. შევსებულ მოწმობას ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.”;

ა. ბ) მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის:

ა.ბ.ა) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) „კონტეინერის ” – შესაძლებელია მიეთითოს მხოლოდ 2 კონტეინერის საიდენტიფიკაციო ნომერი; “;

ა.ბ.ბ) „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) გრაფის ქვედა ნაწილში საჭიროების შემთხვევაში ეთითება: საქონლის დასახელება და სხვა მონაცემები, რაც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელებისას – ვაგონის ნომერი;”;

ა.გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 9. პირის დაშვება „ASYCUDA -ში და „ORACLE”-ში

1. საქართველოს საწარმო, ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა, მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა „ASYCUDA”-ში ან/და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE”-ში დაშვების მიზნით , შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის განცხადებას (დანართი I–01 და დანართი I-02 ) .

2. არასრულად შევსებული განცხადება უბრუნდება განმცხადებელს, განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში და, იმავდროულად, განესაზღვრება ხარვეზის აღმოფხვრის ვადაც.

3. განცხადებით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან (განცხადების რეგისტრაციიდან) ხუთი დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიიღება გადაწყვეტილება პირის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA”-ში ან/და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE”-ში დაშვების თაობაზე და განმცხადებელს წერილობით ეცნობება დაშვებისთვის აუცილებელი კონფიდენციალური მონაცემების დალუქული კონვერტით მიღების შესაძლებლობის შესახებ. კონვერტი გადაეცემა სისტემაში (სისტემებში) დაშვებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს კონვერტის მიღებას.

4. მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა „ASYCUDA”-ში ან მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE”-ში დაშვების შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია:

ა) განცხადების რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში საგადასახადო ორგანოში სისტემაში დაშვებული პირის მიერ შევსებული დეკლარაციის დაურეგისტრირებლობა;

ბ) სისტემაში დაშვებული პირის მიმართ საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ან/და გაფორმების პროცედურების განხორციელებისას წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებული იქნება ამ ჯარიმის ან საგადასახადო ვალდებულების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება;

გ) გაფორმების პროცედურების განხორციელებისას სისტემაში დაშვებული პირის ქმედებაში საგადასახადო ორგანოს მიერ დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას სათანადო საგამოძიებო ორგანოსთვის შესაბამისი მასალების გადაგზავნის შემთხვევა;

დ) სისტემაში დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირების შეცვლის შემთხვევაში ინფორმაციის მიუწოდებლობა, ცვლილების განხორციელებიდან 20 კალენდარულ დღეში.”;

ა.დ) ინსტრუქციას დაემატოს დანართი № I–02 თანდართული რედაქციით;

ბ) პირველი პუნქტის ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის” (დანართი №2) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ. ებანოიძე

 

 

 

„დანართი № I-02

საჯარო სამართლის იურიდიულ პირს -

შემოსავლების სამსახურს

განმცხადებელი: (შემოხაზეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელს წარმოადგენთ)

საწარმოს ხელმძღვანელი ( დირექტორი) / მისი წარმომადგენელი

მეწარმე ფიზიკური პირი / მისი წარმომადგენელი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განმცხადებლის დასახელება ( ფიზიკური პირის შემთხვევაში _ სახელი და გვარი) ,

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განმცხადებლის მისამართი, საიდენტიფიკაციო

–––––––––––––––––––––––––––––

განმცხადებლის ტელეფონი/ფაქსი

 

 

 

 

 

 

 

 

მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „O RACLE”- ში დაშვების შესახებ

 

გთხოვთ უზრუნველყოთ მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE”- ში დაშვება საგადასახადო ორგანოს შემდეგ კოდზე:

­­­­­­­­­­­­­­––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მიუთითეთ საგადასახადო ორგანოს კოდი, რომელზედაც გსურთ დაშვება

 

მიუთითეთ იმ ფიზიკური პირის (პირების) საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელთა მიერ უშუალოდ შეივსება დეკლარაცია:

–––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ფიზიკური პირის სახელი, გვარი

 

––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია, ნომერი, პირადი ნომერი

––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი

 

 

(რამდენიმე ფიზიკური პირის შემთხვევაში განცხადებას დაურთეთ ამ პირების შესახებ

აღნიშნული მონაცემები)

სისტემაში დაშვებული პირის (პირების) სტატუსი:

1. უშუალოდ დეკლარანტი

შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი სტატუსი

2. პირდაპირი წარმომადგენელი

 

3. ირიბი წარმომადგენელი

 

 

დანართი: –––––––––––––––––––

ფურცლების რაოდენობა

 

შენიშვნა: თუ საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებთ და ხართ მასთან დასაქმებული პირი, განცხადებას აუცილებლად დაურთეთ საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ხელმოწერილი, წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმოდგენილ პირთან თქვენი დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

განმცხადებლის ხელმოწერა და

არსებობის შემთხვევაში ბეჭედი : ------------------------------ -

თარიღი: ----------------------- ------ .

 

 

ნაწილი 5. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი

კოდი

დასახელება

000

დამხმარე კოდი

001

ექსპორტი (იმპორტის გადასახადელებისგან გათავისუფლება)

002

რეექსპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

003

ტრანზიტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

004

საწყობი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

005

საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

006

საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

007

საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

008

საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

009

პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

010

საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვა-ისწინებულ შემთხვევებში (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

011

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

012

ბავშვთა კვების პროდუქტების და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

013

საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და აქციზისაგან გათავისუფლება, დღგ-ისგან გათავისუფლება)

014

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

015

უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

016

ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

017

საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს და ოქროს ზოდების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

018

შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

 

061

შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად (დღგ-ისგან გათავისუფლება)

019

განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ მემკვიდრეობით მიღებული საქონლის იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში (დღგ-ისგან გათავისუფლება)

022

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას (დღგ-ისგან გათავისუფლება)

023

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

024

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

025

ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტრო-სადგურებისათვის) ბუნებ¬რი¬ვი აირის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

026

ფიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის კომბინაციის საერთო წონით არა უმეტეს 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

027

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული (აქციზისაგან გათავისუფლება)

028

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქ¬ტების იმპორტი (აქციზისაგან გათავისუფლება)

030

გადასახადებისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

031

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება, აქციზისგან გათავისუფლება)

034

დღგ-ს გადახდა საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს

051

მხოლოდ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

052

მხოლოდ აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

053

მხოლოდ დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

054

იმპორტის გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

055

იმპორტის გადასახადისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

056

აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

057

იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

102

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

202

სამედიცინო, საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სამედიცინო ტექნიკა

208

ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია

209

დღგ-სა და აქციზისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

313

აქციზური და სხვა სპეციალური ქართული მარკების იმპორტი

332

საქონლის დროებითი შემოტანა, სხვა

333

საქონლის დაბრუნება

540

აქციზის გარანტია შიდა გადამუშავების დროს

550

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი

604

იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება

605

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი

609

წონის მიხედვით

612

სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეული და სუბსტანციები

613

ჩამოსასხმელი ღვინოები

614

სიგარეტი 30 -ღერიანი კოლოფებით

615

თამბაქოს წარმოებისათვის ნედლეული

651

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი

705

ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი

625

 

2013 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის ან/და ნედლეულის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

470

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი ( იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება )

471

თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა ( იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება

Comments