შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №10898 2012 წლის 2 ივლისი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებ ის შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი “ სტრუქტურული ქვედანაყოფია ექსპერტიზის განყოფილება;

ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს “ სტრუქტურული ქვედანაყოფია რკინიგზის განყოფილება.“;

ბ) მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:

 

„მუხლი 14. საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ რკინიგზის განყოფილება

საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ რკინიგზის განყოფილება ახორციელებს:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და საბაჟო კონტროლს;

ბ) საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის გაფორმებას;

დ)  კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევების აღრიცხვას;

ე) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ. ებანოიძე

Comments