შემოსავლების ს ამსახურის უფროსის ბრძანება №7266 2012 წლის 1 მაისი ქ. თბილისი „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 23 დეკემბრის №12068 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):
ა) 91 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი:
„კ2) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული მიკრო - ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;“;
ბ) მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ8“ ქვეპუნქტი:
„პ8) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული მიკრო -ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;“.
2. „შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 23 დეკემბრის №12068 ბრძანების:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული სამმართველოების საგადასახადო ოფიცრების ფუნქციებია:“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული სამმართველოების უბნის საგადასახადო ოფიცრების ფუნქციებია:“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს დაქვემდებარებული მიკრო ბიზნესის ან/და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება;“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული სამმართველოების უბნის საგადასახადო ოფიცრები უფლებამოსილნი არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვრონ ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.“;
დ) მე-4 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ ) სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა;“;
ე) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:
„რ1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული მიკრო -ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ჯ . ებანოიძე
Comments