შემოსავლების ს ამსახურის უფროსის ბრძანება №4128 2012 წლის 1 9 მარტი ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №11):

ა) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამმართველო;

ბ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო;

გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი“;

დ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ბათუმი“;

ე) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ფოთი“.

ვ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტი“.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაციული სამმართველო:

ა.ა) ლოჯისტიკის განყოფილება.

ბ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:

ბ.ა) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება;

ბ.ბ) თელავის განყოფილება;

ბ.გ) ახალციხის განყოფილება;

ბ.დ) ქუთაისის განყოფილება;

ბ.ე) რუსთავის განყოფილება.

გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი“:

გ.ა) მომსახურების სამმართველო;

გ.ბ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების სამმართველო.

დ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ბათუმი“:

დ.ა) ლოჯისტიკის განყოფილება;

დ.ბ) მომსახურების სამმართველო;

დ.გ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება.

ე) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ფოთი“:

ე.ა) ლოჯისტიკის განყოფილება;

ე.ბ) მომსახურების სამმართველო;

ე.გ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება.

ვ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტი“:

ვ.ა) მომსახურების სამმართველო;

ვ.ბ) დოკუმენტური კონტროლის, ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება.“ .

ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისის“, „ბათუმის“, „ფოთის“, `აეროპორტის~ მომსახურების სამმართველოების ფუნქციებია:

ა) თანმხლები საბუთების საფუძველზე, დეკლარაციის შევსება და შევსებულ დეკლარაციაზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;

ბ) დეკლარანტის მომართვის საფუძველზე, წარმოდგენილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე თანხმობის მიცემა ან/და სასაქონლო ექსპერტის მოწვევა;

გ) დეკლარირებული საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

დ) რეგისტრირებული დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა;

ე) მწვანე და ლურჯ დერეფნებში მოხვედრილი დეკლარაციის მიმართ პროცედურების დასრულება;

ვ) საქონლის წარდგენის ვადების დაცვის შემოწმება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება;

ზ) გაფორმებული დეკლარაციის დეკლარანტისათვის ჩაბარება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

ი) მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა;

ლ) საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ორგანიზების და მართვის უზრუნველყოფა;

ლ 1 ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოსთვის მიწოდება;

ლ 2 ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

მ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ნ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

დ) მე-10 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ დოკუმენტური კონტროლის, ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილების ფუნქციებია:

„ა) სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით;

ბ) სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სასაქონლო ოპერაციების განხორციელების ადგილებში (გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სხვა ადგილებში) რენტგენო-სკანერის ექსპლუატაცია და სკანირების განხორციელება;

გ) წითელ დერეფანში განსაზღრული დეკლარაციის მიმართ საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების დასრულების მიზნით:

გ.ა) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

გ.ბ) სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

გ.გ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

გ.დ) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

გ.ე) საქონლის – იდენტიფიკაციისა და დეკლარირებულთან შესაბამისობის მიზნით, დათვალიერება;

გ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

დ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოსთვის მიწოდება;

ე) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასაქონლო დეკლარაციების შევსება;

ზ) რეგისტრირებული დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნვე ლ ყოფა;

თ) ყვითელ დერეფანში განსაზღრული დეკლარაციის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:

თ.ა) დანიშნულების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენის, პირობებისა და ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება;

თ.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

თ.გ) სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

თ.დ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

თ.ე) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

თ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

ი) ვალდებულების შესრულების გარანტიებზე (საბანკო გარანტია, ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე მონიტორინგის განხორციელება;

კ) გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულების, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

მ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

ნ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ო) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“ .

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი               ჯ . ებანოიძე 
Comments