შემოსავლების ს ამსახურის უფროსის ბრძანება №26574 2012 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10).
  1. მე-5 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
   „5. დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ  დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.“.
2.  მე-7 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო“ ქვეპუნქტი:
„ო) სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველო.“ ;
ბ) მე - 2 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
 3.  მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
 4. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
 5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  ,,ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო (მათ შორის , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის) ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;“.
  6. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-15 მუხლი შემდეგი რედაქციით:
 „მუხლი 15. სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველო
  ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;
 ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული კონტროლის განხორციელება;
  გ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟით, საკონტროლო შესყიდვით/ საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით , გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;
 დ) გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;
 ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო (მათ შორის , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის) ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;
ვ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვის განყოფილებაში წარსადგენად;
ზ ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში გადაგზავნა სასამართლოში წარსადგენად;
თ ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი – შემოწმება და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება;
ი ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი;
კ ) მიკრო ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;
ლ ) ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;
მ ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ნ ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 3 დეკემბრიდან.
 
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახა ცერცვაძე
 
Comments