შემოსავლების ს ამსახურის უფროსის ბრძანება № 8081 2011 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება № 8081

2011 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა.ა) 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) გაფორმების დეპარტამენტში ერთი დეკლარაციით წარდგენილი ერთი დასახელების (სეს ესნ-ის 11-ნიშნა კოდის შესაბამისი) საქონელი წითელ დერეფანში გადაყვანისას.“;

ა.ბ) 27-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3 . დათვალიერების შეტყობინებაში დათვალიერების დროდ უნდა მიეთითოს შეტყობინების გაგზავნის დღიდან მომდევნო კალენდარული დღის (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კალენდარული დღე ემთხვევა კვირა დღეს ან საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს) არა უგვიანეს 17.00 საათი. გაფორმების დეპარტამენტში წარდგენილი საქონლის დათვალიერების ელექტრონულ შეტყობინებაში დათვალიერების დროდ უნდა მიეთითოს შეტყობინების გადაცემის მომენტიდან არა უგვიანეს 2 საათი.

4 . დეკლარანტს ან საწყობის/შენახვის სხვა ადგილის მფლობელს, დეკლარანტის თანხმობით, უფლება აქვს, დათვალიერების დაწყების დროის ამოწურვამდე არა უგვიანეს 1 საათისა, განცხადებით მიმართოს დათვალიერების უწყების გამცემ საგადასახადო ორგანოს (გარდა გეზ-ისა) და მოითხოვოს შეტყობინებით განსაზღვრული დათვალიერების დროის გადავადება, მაგრამ არა უმეტეს 5 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში, დათვალიერების დროის განსაზღვრისას, უნდა მიეთითოს შეტყობინების გაგზავნიდან არა უგვიანეს მეხუთე კალენდარული დღის 17.00 საათი. ”;

ა.გ) დანართი IV–0 4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი IV–0 4

მგზავრის პირადი დათვალიერების

ოქმი

თარიღი: “---------------------- ” 20-----   წელი               ––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                             ოქმის შედგენის ადგილი

1. პირად დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

( თანამდებობა , სახელი და გვარი )

2. პირადი დათვალიერების ჩამტარებელი პირი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

( თანამდებობა , სახელი და გვარი )

3. პირადი დათვალიერება ჩაუტარდა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

( სახელი , გვარი , მისამართი , სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტები )

 

4. ფიზიკურ პირს ეცნობა მისი პირადი დათვალიერების ჩატარების შესახებ გადაწყვეტი­ ლება, განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები და მიეცა წინადადება დამალული საქონლის ნებაყოფლობით გადაცემის თაობაზე.

5. საუბარი მიმდინარეობდა –––––––––––––––––––   ენაზე. თარჯიმნობას ეწეოდა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––,

( სახელი , გვარი და მისამართი )

რომელიც სრულყოფილად ფლობს ორივე ენას.

6. პირადი დათვალიერების პროცედურას ესწრებოდნენ:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ( სახელი , გვარი და მისამართი )

 

7. პირადი დათვალიერების პროცედურა მიმდინარეობდა –––– სთ –––– წთ- დან, –––– სთ ––– წთ- მდე.

8. პირადი დათვალიერების მიზნით ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: –––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9. პირადი დათვალიერების ჩატარების პირობები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10. აღმოჩენილი ნივთმტკიცებულებები:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

  ( საგნების სახეობა, რაოდენობა, ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები და სხვა

მახასიათებლები)

11. პირადი დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი ნივთმტკიცებულებები დალუქულ იქნა ––––––   ლუქით და განთავსდა/ გაიგზავნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  

12. წინამდებარე ოქმის სისწორეს ვადასტურებთ ხელის მოწერით:

პირადი დათვალიერების ჩამტარებელი პირი –––––––––––––––––––

პირად დათვალიერებაზე დამსწრე პირები: ––––––––––––––––––––

  ––––––––––––––––––––

მოწვეული სპეციალისტი ( არსებობის შემთხვევაში ) ––––––––––––––

მოწმეები ( არსებობის შემთხვევაში )        ––––––––––––––––––––

  ––––––––––––––––––––

13. ჩამიტარდა პირადი დათვალიერების პროცედურა, რის შემდეგაც გავეცანი წინამდებარე ოქმს და მივიღე ოქმის მეორე ეგზემპლარი, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით –––––––––––––––––––––

შენიშვნა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

. ) 44-ე მუხლის:        

ა.დ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გრაფა 6 “ადგილების რაოდენობა“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში. თუ დეკლარირდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი, გრაფაში ჩაიწერება „1“. საქონლისათვის, რომელიც გადაიზიდება კონტეინერებით, ყუთებით, ქვეშით (,,პოდდონი“) და ა.შ. მიეთითება რაოდენობა იმ უმცირესი შეფუთვისა, რომელიც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში, როგორც სატვირთო ადგილი. გაფორმების დეპარტამენტის მიერ შევსებული დეკლარაციით საქონლის გაფორმებისას აღნიშნულ გრაფაში მიეთითება დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა მე-5 გრაფის მიხედვით.“;

ა.დ.ბ) მე-10–მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გრაფა 9 “ფინანსურ დარეგულირებაზე პასუხისმგებელი პირი“ – აღინიშნება ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები: თუ ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელია იურიდიული პირი, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი. თუ ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელია ფიზიკური პირი, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი. გრაფის ზედა ნაწილში ,, “ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით: XXYYYYYYY – სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბამისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY – პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგ., თუ პირადობის მოწმობაში არის №გ0251194, მაშინ ,,№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი – 030251194. გაფორმების დეპარტამენტის მიერ შევსებული დეკლარაციით საქონლის გაფორმებისას აღნიშნული გრაფა არ ივსება.

11. გრაფა 11 მოვაჭრე ქვეყანა“ – აღინიშნება მოვაჭრე ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად. გაფორმების დეპარტამენტის მიერ შევსებული დეკლარაციით საქონლის გაფორმებისას აღნიშნული გრაფა არ ივსება.“;

ა.დ.გ) 121 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„121. გრაფა 13 „წინასწარი დეკლარირება“ – ივსება მხოლოდ საქონლის წინასწარი დეკლარირებისას და აღინიშნება:

ა) ციფრი „1“, როდესაც დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს გაფორმების დეპარტამენტს წარუდგენს ელექტრონულად, ან დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი გაფორმების დეპარტამენტს სამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;

ბ) ციფრი „2“, როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი გაფორმების დეპარტამენტს არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე.“;

ა.დ.დ) 27-ე–28-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. გრაფა 25 ტსს კოდი“ – ჩაიწერება 21-ე გრაფაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების სახეობის კოდი კლასიფიკატორის მე-9 ნაწილის შესაბამისად. გაფორმების დეპარტამენტის მიერ შევსებული დეკლარაციით საქონლის გაფორმებისას აღნიშნულ გრაფაში შესაძლებელია მიეთითოს 0”.

28. გრაფა 26 “სატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში“ – აღინიშნება მე-18 გრაფაში მითითებული სატარანსპორტო საშუალების სახეობის კოდი კლასიფიკატორის მე-9 ნაწილის შესაბამისად. გაფორმების დეპარტამენტის მიერ შევსებული დეკლარაციით საქონლის გაფორმებისას აღნიშნულ გრაფაში შესაძლებელია მიეთითოს “0”.“;

ა.დ.ე) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30. გრაფა 29 “პორტალი“ – აღინიშნება პორტალის დასახელება, საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოში, კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის შესაბამისად. გაფორმების დეპარტამენტის მიერ შევსებული დეკლარაციით საქონლის გაფორმებისას აღნიშნულ გრაფაში შესაძლებელია მიეთითოს 55555”.“;

ა.დ.ვ) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. გრაფა 31 “საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი სატვირთო ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები. კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ – მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – ნაწილი“; აღინიშნება მარკირებულ აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების სერია და რაოდენობა; აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა: დასახელება, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები (სტანდარტი, ხარისხი, მარკა, მოდელი, არტიკული, საფირმო სახელწოდება და ა. შ.), რომლებიც იძლევიან საქონლის იდენტიფიცირებისა და სეს ესნ-ის შესაბამისად თერთმეტნიშნა ქვესუბპოზიციით კლასიფიცირების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გრაფაში ვერ ხერხდება ყველა მონაცემის შეტანა, მაშინ ჩაიწერება ძირითადი ინფორმაცია, ხოლო გრაფის ბოლოს მიეთითება “იხ. დანართი“. დაუშვებელია დეკლარირებული საქონლის მითითება სეს ესნ-ის სასაქონლო პოზიციის საერთო დასახელებით. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი გაიშვება მიზნობრივი დანიშნულებით, მაშინ გრაფაში ჩაიწერება სიტყვები მიზნობრივი დანიშნულებით“. გაფორმების დეპარტამენტის მიერ შევსებული დეკლარაციით საქონლის გაფორმებისას აღინიშნება საქონლის ზოგადი აღწერილობა სეს ესნ-ის 11-ნიშნა სასაქონლო პოზიციის დონეზე ან საქონლის დასახელება, ხოლო რაოდენობაში – 1.“;

ა.დ.ზ) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. გრაფა 34 “წ.ქ. კოდი” – აღინიშნება საქონლის წარმოშობის ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წინმსწრები დეკლარაციის 34-ე გრაფაში აღნიშნულია 999”, მაშინ გრაფაში ჩაიწერება 999”. გაფორმების დეპარტამენტის მიერ შევსებული დეკლარაციით საქონლის გაფორმებისას წარმოშობის ქვეყნის კოდი მიეთითება, თუ დეკლარირებულ საქონელზე ვრცელდება წარმოშობის ქვეყანასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათი, სხვა შემთხვევაში აღინიშნება – “999”.“;

ა.ე) 59-ე მუხლის :

ა.ე.ა) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნ ს.

ა.ე.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქონლის გაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დეკლარაციისათვის შეფასების A ნომრის მინიჭებით . შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი. იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო დეკლარაციისათვის შტრიხ-კოდის მინიჭება ავტომატურად ვერ ხორციელდება, გაფორმების დასრულება დასტურდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შტამპით – „ გაშვება ნებადართულია “, პირადნომრიანი ბეჭდით , თარიღისა და ხელმოწერის მითითებით .“;

ბ) პირველი პუნქტის „ “ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი 2) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნაწილი 2. საგადასახად ო ორგანოებისა და გაფორმების სხვა ადგილების კლასიფიკატორი

1. პორტალები

კოდი

დასახელება

1

 

2              

69001

 

20011

 

პორტალი “თბილისის აეროპორტი”

 

პორტალი “თბილისის აეროპორტი”

ქ. თბილისი, აეროპორტის ტერიტორია (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში გამარტივებული დეკლარაციის წარდგენისას)

3

69002

პორტალი “წითელი ხიდი”

4

69003

პორტალი “სადახლო”(საავტომობილო)

5

69004

პორტალი “სადახლო”(სარკინიგზო)

6

69005

პორტალი “გუგუთი”

7

69006

პორტალი “ახკერპი”

8

69007

პორტალი “სამთაწყარო”

9

69009

პორტალი “გარდაბანი”

10

69010

პორტალი “ლაგოდეხი”

1 1

69021

პორტალი “მტკვარი”

1 2

69101

პორტალი “ყაზბეგი”

1 3

69301

პორტალი “ვალე”

14

69302

პორტალი “ნინოწმინდა”

15

69401

69403

პორტალი “ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონ

16

69501

69502

69503

პორტალი “ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“

17

69601

პორტალი “სარფი”

18

69604

პორტალი “ბათუმის პორტი”

19

 

20

69603

 

20012

 

პორტალი “ბათუმის აეროპორტი”

 

პორტალი “ბათუმის აეროპორტი”

ქ. ბათუმი, აეროპორტის ტერიტორია (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში გამარტივებული დეკლარაციის წარდგენისას)

 

2. გაფორმების ეკონომიკური ზონები და სხვა ადგილები

 

 

კოდი

მისამართები

 

 

 

 

 

11111

 

 

20 111

გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ :

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;

 (მხოლოდ ოქროს სი ის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ შევსებული სასაქონლო დეკლარაციით გაფორმები სათვის) .

 

 

 

11112; 69600

 

 

 

 

20 112

 

 

 

69605

 

 

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი" :

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ;

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ (მხოლოდ ოქროს სი ის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ შევსებული სასაქონლო დეკლარაციით გაფორმები სათვის);

 

ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა .

 

 

 

11113; 69500

 

 

 

 

20 113

 

 

 

69510

 

 

 

69511

 

 

 

 

69555

 

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი" :

ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია;

 

ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია (მხოლოდ ოქროს სი ის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ შევსებული სასაქონლო დეკლარაციით გაფორმები სათვის);

 

ქ. ფოთი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა;

 

ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა .

 

 

 

 

 

69221; 99221

 

 

 

20010

 

 

 

 

20002

 

გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო

  დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება :

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ ( მხოლოდ საფოსტო გზავნილების გაფორმებისათვის ) ;

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (ოქროს სი ის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გაფორმები სათვის ).

 

 

 

 

69017

 

 

69070

 

თელავის განყოფილება :

 

ქ. თელავი, ერეკლე II–ის გამზ. №1;

 

ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21 , სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა

 

 

 

69300; 99300

 

 

 

69350

ახალციხის განყოფილება :

პორტალი „ვალე“-ს ტერიტორია;

 

ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2 , სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა .

 

 

 

69400; 99400

 

20004

 

 

69450

ქუთაისის განყოფილება :

 

ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. 5

 

ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. 5 (მხოლოდ ოქროს სი ის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გაფორმ ებისათვის);

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა .

 

 

 

69014

 

69050

რუსთავის განყოფილება :

 

ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №3 6 ;

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა .

 

 

 

69000; 99000

 

 

 

 

 

69043

 

 

 

 

 

 

69250

 

 

სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება :

ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 3 (საექსპორტო ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმებისათვის) ;

 

საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ. ბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი–ბათუმი–ერევანი, ბათუმი – ერევანი – ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. ( იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე )

 

ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1 , სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა .

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი ჯ . ებანოიძე

Comments