შემოსავლების ს ამსახურის უფროსის ბრძანება № 2617 2012 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის № 2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის 2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი 1):

ა.ა) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დათვალიერებაზე დეკლარანტის ან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირის ან მათი წარმომადგენლის დასწრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შესაბამის პირს ეგზავნება ელექტრონული შეტყობინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დათვალიერება ხორციელდება სკანერის მეშვეობით, ან ხორციელდება აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის დათვალიერება.“;

ა.გ) 44-ე მუხლის:

ა.გ.ა) 121 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ციფრი „5“ – როდესაც ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე და დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს წარუდგენს გაფორმების დეპარტამენტს სამუშაო დროს.“;

ა.გ.ბ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

22. გრაფა 20 “მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მეორე განყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი).“;

ა.დ) 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 56. საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმება

საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციაში მითითებულია ასეთი შეღავათებით სარგებლობის შესახებ. ამისათვის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ამოწმებს სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილ დოკუმენტებს, რაც აუცილებელია შეღავათების მისაღებად საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურებისათვის (წარმოშობის სერტიფიკატი) და რაც წარმოადგენს საგადასახადო შეღავათების გავრცელების საფუძველს (საქონლისათვის ჰუმანიტარული ან გრანტის სტატუსის მინიჭება და სხვა).“;

ა.ე) 59-ე მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დეკლარაცია და სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტები ინახება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ა.ვ) 61-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მე-13 გრაფაში მიეთითება გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილი სხვა დოკუმენტების რეკვიზიტები. იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი წარმოადგენს ოქროს სიის მონაწილეს და სარგებლობს გადასახდელების გადახდის 30-დღიანი ან 5-დღიანი ვადით, გრაფაში მიეთითება – „გადახდა გადავადებულია”.“;

ა.ზ) 65-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობისას, დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გაფორმებას ყვითელი დერეფნის გამოყენებით – დეკლარაციისა და სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტების შემოწმებით. დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება ამ ინსტრუქციის 52-ე–58-ე მუხლების შესაბამისად. თუ დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალება გაიშვება სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.“;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი 2):

ბ.ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნაწილი 5. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი

კოდი

დასახელება

000

დამხმარე კოდი

001

ექსპორტი (იმპორტის გადასახადელებისგან გათავისუფლება)

002

რეექსპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

003

ტრანზიტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

004

საწყობი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

005

საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

006

საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

007

საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

008

საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

009

პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

010

საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვა ისწინებულ შემთხვევებში (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

011

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“¨ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

012

ბავშვთა კვების პროდუქტების და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

013

საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და აქციზისაგან გათავისუფლება, დღგ-სგან გათავისუფლება)

014

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

015

უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)

016

ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

017

საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს და ოქროს ზოდების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

018

შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

 

061

შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად (დღგ-სგან გათავისუფლება)

019

განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ მემკვიდრეობით მიღებული საქონლის იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში (დღგ-სგან გათავისუფლება)

022

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას; (დღგ-სგან გათავისუფლება)

023

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

024

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

025

ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტრო-სადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

026

ფიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის კომბინაციის საერთო წონით არა უმეტეს 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

027

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული (აქციზისაგან გათავისუფლება)

028

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი (აქციზისაგან გათავისუფლება)

030

გადასახადებისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

031

უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება, აქციზისგან გათავისუფლება)

034

დღგ-ს გადახდა საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს

051

მხოლოდ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

052

მხოლოდ აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

053

მხოლოდ დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

054

იმპორტის გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

055

იმპორტის გადასახადისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

056

აქციზისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

057

იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

102

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

202

სამედიცინო, საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სამედიცინო ტექნიკა

208

ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია

209

დღგ-სა და აქციზისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

313

აქციზური და სხვა სპეციალური ქართული მარკების იმპორტი

332

საქონლის დროებითი შემოტანა, სხვა

333

საქონლის დაბრუნება

540

აქციზის გარანტია შიდა გადამუშავების დროს

550

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი

604

იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება

605

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი

609

წონის მიხედვით

612

სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეული და სუბსტანციები

613

ჩამოსასხმელი ღვინოები

614

სიგარეტი 30 - ღერიანი კოლოფებით

615

თამბაქოს წარმოებისათვის ნედლეული

651

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი

705

ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი

625

 

2013 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის ან/და ნედლეულის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება).

ბ.ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნაწილი 1 0 . საქონლის გაფორმ ებისათვის წარ სა დგენი დოკუმენტებისა და საქონელთან

დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი

დოკუმენტის კოდი A SY CUDA-ში

დოკუმენტის დასახელება

001

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

002

ხელშეკრულება

003

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშ­სწო­რებო დოკუმენტი)

004

სატრანსპორტო ზედნადები

005

კონოსამენტი

006

მანიფესტი

007

TI R-წიგნაკი

008

ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკ­რუ­ლება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ

009

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია

010

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

011

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა

012

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

013

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

014

ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნა­წილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

015

,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ¨ კონვენციის ( CI TE S) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა

016

იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

017

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა

018

იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა

019

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

020

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

021

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

022

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

023

დსთ- ქვეყნებში წარმო შობილი, შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული საქონლის რეექსპორტის ნებართვა

025

შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ

026

შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ

027

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

028

იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი

030

ფიტო-სანიტარ ული სერტიფიკატი

031

ვეტერინარული სერტიფიკატი

034

იმპორტი ს სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია

035

საწყობის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია

036

დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია

037

შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია

039

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს

040

საქონლის სპეციფიკაცია

041

საბანკო გარანტია

042

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

043

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

045

საქონლის დროებითი შენახვის განაცხადი

046

სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა

047

იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

049

შეფუთვის ფურცელი

050

ექსპერტიზის აქტი

051

საქონლის დათვალიერების აქტი

052

საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი)

053

ჯარიმის გადახდის დოკუმენტი

054

სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

055

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

056

წერილი

057

განცხადება

058

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი

062

ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია

063

გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია

064

ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია

165

რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია

166

თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია

065

ფიზიკური პირის დეკლარაცია

067

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22

068

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23

069

გამარტივებული სა საქონლ ო დეკლარაცია

070

დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

072

სასაქონლო დეკლარაცია ფორმა N 3

073

სასაქონლო დეკლარაცია ფორმა N 4

200

ავტომანქანის სახელმწიფო N

201

რკინიგზის ვაგონი, N

202

თვითმფრინავი, რეისი N

203

გემი, რეისი N

204

კონტეინერი, N

210

წინმსწრები დეკლარაციის N: A-

300

ავტომანქანის მარკა

330

მედიკამენტის დასახელება

333

სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი

340

აქციზური მარკების ნომრები

341

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი

342

საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს ბრძანება

345

აწონვის ქვითარი

420

საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი)

421

დეკლარანტის (წარმომადგენლის), არასა გადასახადო ორგანოს ან სხვა პირის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი)

444

დამატებითი ინფორმაცია საქონელზე

445

წინასწარი გადაწყვეტილება

446

სასაქონლო ზედნადები

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

. ებანოიძე

Comments