შემოსავლების ს ამსახურის უფროსის ბრძანება № 10254 201 2 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) “კონტეინერის №” – შესაძლებელია მიეთითოს მხოლოდ 2 კონტეინერის საიდენტიფიკაციო ნომერი (არ ივსება სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში);“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გრაფის ქვედა ნაწილში საჭიროების შემთხვევაში ეთითება საქონლის დასახელება და სხვა მონაცემები, რაც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას. სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში ამავე ნაწილში ეთითება ვაგონის ან კონტეინერის ნომერი (ნომრები).“;

ბ) 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 1 პუნქტი:

„2 1 . გამარტივებული დეკლარაციით საქონლის გაფორმებისას, თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, საქონლის ღირებულების განსაზღვრის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის დათვალიერება/ექსპერტიზა, რომლის შედეგებიც აისახება გამარტივებული დეკლარაციის შესაბამის გრაფებში, დეკლარაციის შევსებაზე ან საქონლის დათვალიერების/ექსპერტიზის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის მიერ.“;

გ) 61-ე მუხლის:

გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მე-6 გრაფაში ,,№”-ის გასწვრივ საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ მიეთითება დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი შემდეგი სქემით: 00000 (საგადასახადო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი)/00000 (დეკლარაციის რიგითი ნომერი). როდესაც გამარტივებული დეკლარაციის შევსება და წარდგენა ხორციელდება სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, დეკლარაციას რეგისტრაციის ნომერი ენიჭება სისტემის მიერ ავტომატურად, მას შემდეგ, რაც დეკლარანტი თანხმობას განაცხადებს ელექტრონულად;“;

გ.ბ) „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ა) პირველი სვეტის – ,,საქონლის ღირებულება” – უჯრებში მიეთითება დეკლარაციის მე-8 გრაფაში გაცხადებული შესაბამისი საქონლის ფაქტურული ღირებულება, ხოლო ამავე სვეტის ბოლო (ქვედა) უჯრაში – დეკლარაციით გაცხადებული საქონლის საერთო ფაქტურული ღირებულება. თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გრაფაში შესაძლებელია მიეთითოს საქონლის ექსპერტიზის/დათვალიერების საფუძველზე განსაზღვრული ღირებულება;“;

გ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მე-11 გრაფაში მიეთითება დეკლარირებულ საქონელზე გადახდილი/გადასახდელი გადასახდელების და მომსახურების საფასურის რაოდენობა. ამასთან, დეკლარაციის ამობეჭდვისას, დეკლარაციის ქვედა ბოლოში, გრაფებს გარეთ სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის საბოლოო თარიღი.“;

დ) 61-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ 1 “ ქვეპუნქტი:

1 ) მე-12 გრაფაში დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი ხელს აწერს მატერიალური ან/და ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ხოლო როდესაც გამარტივებული დეკლარაციის შევსება და წარდგენა ხორციელდება სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, დეკლარაციის მე-12 გრაფა არ ივსება და დეკლარანტი თანხმობას აცხადებს ელექტრონულად;“;

ე) 61-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მე-15 გრაფაში – ,,საგადასახადო აღნიშვნები” – იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო დეკლარაციისათვის შტრიხ-კოდის მინიჭება ავტომატურად ვერ ხორციელდება, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, პირადნომრიანი ბეჭდით (პორტალის შემთხვევაში) და შესაბამისი შტამპით (,,გაშვება ნებადართულია”) დასტურდება დეკლარაციაში გაცხადებული საქონლის გაფორმების დასრულება თარიღის მითითებით. ბეჭდის დასმა შტამპის შიგნით დაუშვებელია. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და შტამპის ნომრები და წარწერა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ან „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის დეკლარირებისას – მიეთითება „ნაწილი”. როდესაც გამარტივებული დეკლარაციის შევსება და წარდგენა ხორციელდება სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღად ჩაითვლება დეკლარაციის ამობეჭდვის თარიღი;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი ჯ. ებანოიძე

Comments