მუხლი 23. ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის განსაზღვრა

posted Apr 14, 2016, 8:43 AM by f o r m s . g e
1. რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) ან ექსპედიტორისათვის ვაგონის (კონტეინერის) დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური და რკინიგზას აუნაზღაუროს ვაგონის (კონტეინერის) დაგვიანებით დაბრუნების გამო გაწეული ტვირთის შენახვის ხარჯი.
2. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) კუთვნილი ან მის მიერ რკინიგზისაგან სარგებლობის უფლებით აღებული ვაგონის (კონტეინერის) მიღების დაყოვნებისას საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ამ ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დროისათვის გადაიხდება ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის ნახევარი.
3. რეფრიჟერატორული სექციით, რეფრიჟერატორული ვაგონით ან რეფრიჟერატორული მატარებლით სარგებლობის საფასური განისაზღვრება ასეთი სექციის ან მატარებლის ბოლო ვაგონის დატვირთვის (გადმოტვირთვის) დროის გათვალისწინებით.
4. ვიწროლიანდიან სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური მცირდება 50%-ით. 
Comments