მუხლი 19. ტვირთის გადასაზიდად მომზადება

posted Apr 14, 2016, 8:45 AM by Forms . GE
1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე მოამზადოს იგი ტრანსპორტირებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოება, ტვირთის, ვაგონებისა და კონტეინერების დაცულობა, მათი ტვირთამწეობისა და ტევადობის ოპტიმალური გამოყენება. ტვირთის ტარა, შეფუთვა და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს.
2. გადასაზიდად წარდგენილი მალფუჭებადი ტვირთის ხარისხი, ტარა და შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებს“ და უზრუნველყოფდეს მის დაცულობას ტვირთგამგზავნის მიერ ხარისხის მოწმობაში (სერტიფიკატში) მითითებულ ტრანსპორტირების ვადაში.
3. რკინიგზა, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, რომლებიც გზავნიან და ღებულობენ საფრთხეშემცველ ტვირთს, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მისი გადაზიდვის უსაფრთხოება. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და ექსპედიტორს უნდა ჰქონდეთ ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ავარიული სიტუაციებისა და ავარიების შედეგების სალიკვიდაციო საშუალებები, ჰყავდეთ მობილური ქვედანაყოფები და უზრუნველყონ მათი დაუყოვნებლივი გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. ეს მოთხოვნა ვრცელდება უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვაზედაც.
4. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, თუ მათ გადახდილი აქვთ ტვირთის ღირებულება, ვალდებულნი არიან, აანაზღაურონ მათი მიზეზით გამოწვეული ავარიული სიტუაციის, გარემოს დაბინძურებისა და მატარებელთა მოძრაობის შეფერხების შედეგად მიყენებული ზიანი და ავარიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯი. 
Comments