მუხლი 18. გამოცხადებული ფასეულობის ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი)

posted Apr 14, 2016, 8:46 AM by f o r m s . g e
1. ტვირთგამგზავნს უფლება აქვს, გადასაზიდად წარადგინოს გამოცხადებული ფასეულობის ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი). ტვირთგამგზავნი ვალდებულია გამოაცხადოს გადასაზიდად წარდგენილი ძვირფასი ლითონების (თვლების) და მათგან დამზადებული ნაკეთობების, ხელოვნების ნაწარმოებების, მხატვრული ნაკეთობების, ანტიკვარული ნივთების (მათ შორის, ხალიჩების), მოწყობილობებისა და ხელსაწყოების, ვიდეოაუდიოაპარატურის, ელექტრონულ-გამომთვლელი და გასამრავლებელი ტექნიკის, აგრეთვე საოჯახო ნივთების (რომელთა გადაზიდვა ხდება გამცილებლის გარეშე) ფასეულობა.
2. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ფასეულობის გამოცხადებისათვის ტვირთგამგზავნი იხდის „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრულ საფასურს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გარდა, ნებისმიერი სხვა ტვირთიც (ბარგიც, ტვირთ-ბარგიც) შეიძლება იყოს გამოცხადებული ფასეულობის საგანი. ამ შემთხვევაში შესაბამისი საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე. 
Comments