მუხლი 17. ტვირთის გადაზიდვის წესი

posted Apr 14, 2016, 8:46 AM by Forms . GE
1. ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება სამარშრუტო გადაზიდვით, ვაგონთა ჯგუფით, ვაგონით, საკონტეინერო და წვრილმანი გზავნილებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. ტვირთის გადაზიდვა ხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული სატვირთო ან დიდი სიჩქარით.
3. ტვირთის გადაზიდვის სიჩქარის განსაზღვრის წესს და იმ სარკინიგზო მიმართულებებს, რომლებზედაც ხდება ტვირთის დიდი სიჩქარით გადაზიდვა, ადგენს რკინიგზა.
4. ტვირთის გადაზიდვის სიჩქარეს ირჩევს და ზედნადებში მიუთითებს ტვირთგამგზავნი. თუ ტვირთის გადაზიდვა მოითხოვს დიდ სიჩქარეს, ტვირთგამგზავნი ვალდებულია მიუთითოს ეს ზედნადებში.
5. რკინიგზას უფლება აქვს, ადგილობრივი გადაზიდვისას დაადგინოს ტვირთის დიდი სიჩქარით გადაზიდვის მონაკვეთები.
6. ტვირთის გადაზიდვა ვიწროლიანდიანი და სხვა სიგანის ლიანდის სარკინიგზო ლიანდაგებით ხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 
Comments