საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-5 8/ ნ 2012 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილები ს შეტანის შესახებ “ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს № 0 1-48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილები შეტანის შესახებ “ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს 01-48/ნ ბრძანებით ( სსმ, ვებგვერდი, 07/08/2012; 280070010.22.035.016164) დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:

1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. პენსიის გადაანგარიშება

სააგენტოს მიერ პენსიების გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად (პენსიონერის სააგენტოში მიმართვის გარეშე) მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

ა) პენსიის ოდენობების კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებების შემთხვევაში;

ბ) 67 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში, თუ 67 წლის ასაკის მიღწევამდე პენსიონერი იღებდა ამ კატეგორიისათვის კანონმდებლობით დადგენილზე ნაკლები ოდენობის პენსიას .“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. გარდამავალი დებულება

1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა ), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარს, ხოლო 67 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარს, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდებათ შეჯამებულად „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.

2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერებს (მიხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით აქვს დანიშნული პენსია), რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა ), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარზე, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარზე, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და მათი „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით განისაზღვრება 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარით, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა ) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებული იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა ), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით შეჩერებულად ითვლება და თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, მაშინ პენსია შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

4. გარდამავალ ეტაპზე, გასული პერიოდის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შემდეგი წესით:

ა) იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრამდე – 2012 წლის 1 სექტემბრამდე აუნაზღაურდებათ ამ პერიოდამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან – ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტების შესაბამისად;

ბ) იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არაუმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ – 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები;

გ) იმ პირებს, რომლებსაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 6 თვეზე მეტი პერიოდით შეჩერების გამო, 2012 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტილი აქვთ პენსია, მიუღებელი თანხის მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, შეჩერების დღიდან.

5 . ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მოპოვებული ფულადი გასაცემლების ჯამური ოდენობით ერთიანი გასაცემლის სახით ავტომატურ გადაანგარიშებას.

6 . 2012 წლის 1 სექტემბრამდე პენსიონერის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები ჩაითვალოს ამ წესის მიხედვით გაცემულად.

7. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე ოჯახისათვის დანიშნული საოჯახო დახმარების ოჯახის თითოეულ წევრზე პროპორციულად გადანაწილებას. ამ სახით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა შედგომში ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში გადაანგარიშებას არ ექვემდებარება .“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

ზ. ჭიაბერაშვილი

 

Comments