მუხლი 38-1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება(3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, მას ხარვეზის გამოსასწორებლად ეძლევა ხარვეზის აღმოჩენიდან 30-დღიანი ვადა. ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის განმავლობაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ ან/და დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სასამართლოს ლიკვიდაციის პროცესის დასაწყებად. რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ. 


Comments